Thumbnail
  • 📅 28 ივნისი | ⌚ 23:00 | ⚽ ვენესუელა V არგენტინა | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • პენალტების სერიაში არგენტინა სუსტია

28 ივნისს "მარაკანაზე" არგენტინის ნაკრები 1/4 ფინალში ვენესუელას ხვდება და აშკარა ფავორიტია, მაგრამ ყველას ახსოვს ლიონელ სკალონის გუნდის არადამაჯერებელი თამაში და მარტის დაპირისპირება "ვანდა მეტროპოლიტანოზე". მაშინ ლეო მესისა და კომპანიას ვენესუელამ 3:1 მოუგო!

გოლები ფრანკო არმანის კარში სალომონ რონდონმა, ჯონ მურილიომ და ჯოსეფ მარტინესმა გაიტანეს. არგენტინამ კი მხოლოდ ლაუტარო მარტინესის გოლით უპასუხა. მსგავსის გამეორება არგენტინული ფეხბურთის ფიასკოს ტოლფასი იქნება. 

წლევანდელ კოპაზე არგენტინამ ბოლოსღა მოიგო, როცა ყატარი 2:0 დაამარცხა. თითქოს, ლოგიკურია, რომ "ალბისელესტეს" რიგებში 11 ფეხბურთელის შეცვლას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ლოგიკა და ამჟამინდელი არგენტინის ნაკრები ვერ მეგობრობენ. არგენტინულ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, მარჯვენა მცველის პოზიციაზე ხუან ფოიტს ვიხილევთ. სასტარტოს დაუბრუნდება ხერმან პეცელა, შუახაზში კი დე პაულს მარკოს აკუნია შეცვლის. 

ვენესუელა კოპაზე დაუმარცხებელია

ვენესუელელთა შემადგენლობაში სასტარტოში ადგილი ლუის დე პინომ დაკარგა. სხვა მხრივ, ვენესუელელთა შემადგენლობა ლოგიკურია. სხვათა შორის, მატჩის აუტსაიდერი აქამდე დაუმარცხებლად მოვიდა - ფრეს ეთამაშა მასპინძელ ბრაზილიასა და პერუს და მოუგო ბოლივიას. 

ხუან ფოიტი სასტარტოში იქნება?

საინტერესო ფაქტები

⚽ ჯგუფურ ეტაპზე ვენესუელის ნაკრებმა 5 ქულა მოაგროვა, 3:1 ბურთები.

⚽ ჯგუფურ ეტაპზე არგენტინის ნაკრებმა 4 ქულა მოაგროვა, 3:3 ბურთები. 

⚽ ვენესუელელთა ბოლო 5 მოგებიდან 2-ში სალომონ რონდონმა დუბლის შესრულება შეძლო.

⚽ ლაუტარო მარტინესმა ვენესუელასთანაც გაიტანა გოლი და კოპაზე ჯგუფის ბოლო მატჩშიც. 

⚽ ვენესუელის ნაკრებმა არგენტინას ბოლო დაპირისპირების პირველ 15 წუთში გაუტანა გოლი.

⚽ 1995 წლიდან მოყოლებული არგენტინამ კოპაზე ბოლო 6 პენალტების სერიიდან 5 წააგო.

⚽ ყატართან მატჩით ლიონელ მესი კოპაზე გამართული მატჩების რაოდენობით ტოპ-10-ში შევიდა - 24

⚽ ვენესუელასთან ის ტაფარელს, ალექს აგინაგასა და კორნელიო ერედიას დაეწევა.

⚽ მესიმ ამ კოპაზე 12 დრიბლინგი განახორციელა წარმატებულად. ის მეორე ადგილზე მყოფ ევერტონს 1 დრიბლინგით უსწრებს.

სავარაუდო შემადგენლობები

ვენესუელა (4-5-1): ფარინიესი - ერნანდესი, ჩანსელორი, ვილანუევა, როსალესი - სავარინო, ერერა, მორენო, რინკონი, მაჩისი - რონდონი

არგენტინა (4-3-1-2): არმანი - ფოიტი, პეცელა, ოტამენდი, ტალიაფიკო - ლო სელსო, პარედესი, აკუნია - მესი - ლაუტარო მარტინესი, აგუერო 

კომენტარები

ბოლო ამბები