Thumbnail

აქცია ქუთაისში - ტორპედოს გულშემატკივრები ზაალ ჩაჩავას წასვლას ითხოვენ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქუთაისის ტორპედოს ფანებმა გუნდის დაშლის საფრთხეზე ისაუბრეს 
  • აქციის მონაწილეებმა კლუბის პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა დაადანაშაულეს

ქუთაისის მერიასთან ტორპედოს გულშემატკივრების საპროტესტო აქცია გაიმართა სლოგანით: “შორს ბინძური ხელები ტორპედოსგან”.

ტორპედოს ფანებმა გუნდის დაშლის საფრთხეზე ისაუბრეს და ამაში კლუბის პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა დაადანაშაულეს. აქციის მონაწილეთა თქმით, ჩაჩავას პირობებში, კლუბი არა თუ განვითარდა, არამედ დაშლის პირასაა მისული. ქომაგების თქმით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს თუ რაში დაიხარჯა კლუბის ბიუჯეტი.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ კლუბს დროულად უნდა ჩამოშორდეს ზაალ ჩაჩავა და დაიწყოს საგამოძიებო პროცესი. საქმეში უნდა ჩაერიოს ეკონომიკის სამინისტრო და უნდა მოხდეს ახალი ინვესტორების მოყვანა. აქციაზე მივიდა ქუთაისის მერი. გიორგი ჭიღვარიას თქმით, გულშემატკივართა პროტესტი სამართლიანია. ის შეხვდა კლუბის მესვეურებს და მიიღო პირობა რომ სამ დღეში ფეხბურთელებს 2-თვიანი სახელფასო დავალიანება დაეფარებათ. ქუთაისის მერმა დაამატა, რომ თუ დაპირება არ შესრულდება, მერია მისი კომპეტენციის ფარგლებში დაიწყებს მოქმედებას.

კომენტარები

ბოლო ამბები