Thumbnail
  • 📅 29 ივნისი | ⌚ 03:00 | ⚽ კოლუმბია V ჩილე | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • მიმდინარე კოპა ამერიკაზე კოლუმბია ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია
  • ჩილეს ეროვნული ნაკრების მიზანი კოპა ამერიკის ზედიზედ მესამედ მოგებაა 

ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერკაზე, მესამე ნახევარფინალისტი სან პაულუში უნდა გამოვლინდეს, სადაც ¼-ფინალურ დაპირისპირებას კოლუმბია და ჩილე გამართავენ. აქვე შეიძლება ითქვას, რომ ეს პლეი ოფია და თავიდანვე გარისკვას ორივე გუნდი მოერიდება. პირისპირ პირველად წარსდგებიან მეტოქეთა თავკაცები, პორტუგალიელი კარლუშ კეირუში (კოლუმბია) და კოლუმბიელი რეინალდო რუედა (ჩილე), რომლებიც გაშვებულ გოლამდე საქმეს ალბათ სიფრთხილით მოეკიდებიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, "კორინთიანსზე" უხვგოლიანი დაპირისპირების მოლოდინი ნაკლებად შეიძლება გვქონდეს.

კოლუმბია

კეირუშის გუნდმა ტურნირის ჯგუფური სტადია დამაჯერებლად განვლო - სამივე მატჩი ისე მოიგო, გოლი არ გაუშვია. რაც მთავარია, კოლუმბიელებმა პირველსავე შეხვედრაში კოპას ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი არგენტინა დაამარცხეს (2:0). შემდეგ იყო მინიმალური ანგარიშით მოგებები ყატარსა და პარაგვაისთან.

დუვან საპატას ანგარიშზე 2 გოლია, ხამეს როდრიგესის - 2 საგოლე პასი

კოლუმბიის ნაკრებს 4 გატანილი და არცერთი გაშვებული გოლი აქვს. სათქმელია ისიც, რომ ჩილესთან დაპირისპირებას გუნდი ამ ტურნირში ზედიზედ ოთხი მოგებით ხვდება - 2016 წელს მათ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში გაიმარჯვეს.
 
რა თქმა უნდა, კოლუმბიის ნაკრებისთვის დანაკლისი ლუის მურიელის არყოფნაა, რომელმაც ტრავმა მიღო და ეს კეირუშს შეტევაში ვარიანტების რაოდენობას უმცირებს. სხვა მხრივ კოლუმბიას პრობლემები არ აქვს. რაც მთავარია, მის განკარგულებაში არიან ხამესი, ფალკაო და საპატა.

📺 კოლუმბიელტა მზადება მატჩისთვის

ჩილე

ბოლო ორი კოპა ამერიკის გამარჯვებულმა, რომელსაც 2018 წლიდან კოლუმბიელი რეინალდო რუედა წვრთნის, წლევანდელ ტურნირში წაგება უკვე მოასწრო. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ჩილე ურუგვაისთან დამარცხდა (0:1) და ჯგუფში პირველობაც ამ უკანასკნელს დარჩა. ოღონდ, რუედას გუნდმა პირველ-ორ მატჩშივე გაინაღდა პლეი ოფი - ეკვადორს 2:1 სძლია, იაპონიას კი ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

2016 წლის კოპაზე ჩილემ კოლუმბიას ფუენსალიდას და არანგისის გოლებით მოუგო

სხვათა შორის, ჩილეს ჯგუფურ ეტაპზე მსგავსი შედეგი 2016-შიც ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ იმ  ტურნირის მოგება მოახერხა. რა იქნება ამჯერად, მომავალი გვიჩვენებს. გასათვალისწინებელია ჩილელების კარგი თამაში სტანდარტული მდგომარეობების დროს, რაც მათ მეტოქეებს უსიამოვნებებს რეგულარულად უქმნის. რაც მთავარია, ჩილეს უყვარს ფლანგებიდან შეტევა და ამას ორივე ფრთიდან ერთნაირად წარმატებით ახერხებს. შეიძლება ვარაუდის გამოთქმა, რომ ჩილესთან მატჩში კოლუმბიელებს გამუდმებით მოუწევთ მაღალი ჩაწოდებების მოგერიება. 

ჩილეს ფანატებს კოპა ამერიკის ზედიზედ მესამედ მოგების იმედი აქვთ

გოლი+პასის სისტემით, ამჟამად ჩილეში საუკეთესო ალექსის სანჩესია, რომელმაც ორჯერ თავად შეაგდო და ერთიც სხვას გაატანინა. ორი გოლია ედუარდო ვარგასის აქტივშიც, რომელიც წინა გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი იყო. რუედას ბანაკში ჯანმრთელობის პრობლემები არავის აქვს.

📷 სანჩესი, ვიდელი და სხვები თამაშის წინ

საინტერესო ფაქტები

⚽ ამ გუნდების ბოლო 6 დაპირისპირებიდან მხოლოდ 2-ში გავიდა 2,5-ზე მეტი გოლი. ზედიზედ ბოლო სამ მატჩში კი 2,5-ზე ნაკლები ფიქსირდება.

⚽ კოლუმბიისა და ჩილეს ნაკრებების ბოლო 4 დაპირისპირებიდან სამში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

⚽ კოლუმბიისა და ჩილეს ნაკრებების ბოლო 6 ოფიციალური მატჩიდან 4-ში წითელი ბარათი დაფიქსირდა. 

⚽ კოლუმბია ერთადერთი გუნდია ამ კოპა ამერიკაზე, რომელმაც ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო. თანაც, კეირუშის გუნდმა არცერთი გოლი გაუშვა.

⚽ კოლუმბიის ნაკრებს მთლიანობაში მოგებათა 5-მატჩიანი სერია აქვს. კეირუშის გუნდმა კარის მშრალად შენახვა ხუთივე შეხვედრაში შეძლო.
 
⚽ კოპა ამერიკა 2016-ის ნახევარფინალში კოლუმბიის ნაკრები სწორედ ჩილემ დაამარცხა (2:0), რომელიც საბოლოოდ ჩემპიონიც გახდა.

⚽ კოლუმბიელმა დუვან საპატამ ბოლო 4 სანაკრებო მატჩში 3 გოლი მიითვალა და მათგან ყველა 85-ე წუთის შემდეგ შეაგდო. 

⚽ ჩილელი ალექსის სანჩესი ბოლო 5 სანაკრებო შეხვედრიდან 4-ში თითო გოლს იტანდა და ყოველ ჯერზე ამას შესვენების შემდეგ ახერხებდა.  

სავარაუდო შემადგენლობები

კოლუმბია (4-3-3): ოსპინა - მედინა, მინა, სანჩესი, ტესილო - კუადრადო, ბარიოსი, ურიბე - მარტინესი, საპატა, როდრიგესი.

ჩილე (4-3-3): არიასი - ისლა, მედელი, მარიპანი, ბოსეჟური - არანგისი, პულგარი, ვიდალი - ფუენსალიდა, ვერგასი, სანჩესი.

კომენტარები

ბოლო ამბები