Thumbnail
  • გიორგი დიხამინჯია HK ჰანდბოლტის წევრი გახდა
  • ქართველმა ლეგიონერმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი გიორგი დიხამინჯია მაკედონიის ტრუგადან ისლანდიის კლუბ HK ჰანდბოლტიში გადავიდა. მან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. დიხამინჯიამ ბოლო სეზონი მაკედონიის სტრუგაში გაატარა და რეგულარული სეზონის შემდეგ ჩემპიონატის საუკეთესო მარჯვენა ინსაიდად დასახელდა.

ისლანდიური კლუბი 2012 წელს ქვეყნის ჩემპიონი იყო, მერე კი ელიტიდან გავარდა. ბოლო სეზონში ჰანდბოლტიმ პირველი ლიგა მოიგო და ელიტაში დაბრუნდა, გიორგი გუნდის პირველი ლეგიონერი გახდა ახალი სეზონისთვის. HK სიდიდით ისლანდიის მეორე ქალაქ კოპავოგურის გუნდია.

22 წლის დიხამინჯიას პეგასში, მიდტიულანდში (დანია) და სტრუგაში უთამაშია. ეროვნულ ნაკრებში ის 2016 წლიდან ირიცხება - 20 მატჩი, 26 გოლი.

კომენტარები

ბოლო ამბები