Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეშვიდე დღე
  • ზაზა ნადირაძე მე-4 ადგილზე გავიდა

მინსკის ევროპულ თამაშებზე მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა კანოეთი სპრინტერულ დისტანციაზე (200 მ.) მოასპარეზე ზაზა ნადირაძეს. მან საკვალიფიკაციო ეტაპზე საუკეთესო შედეგი აჩვენა (39.421). 

ეს შედეგი ფინალში ნადირაძეს რომ გაემეორებინა ჩემპიონი გახდებოდა, თუმცა ზაზა კუნთის ტრავმით ასპარეზობდა.

ფინალურ გაცურვაში ნადირაძე კარგა ხანს ლიდერთა შორის იყო, მაგრამ ფინიშისკენ ჩამორჩა და საბოლოოდ მე-4 ადგილზე გავიდა და მედლის გარეშე დარჩა. ქართველმა ნიჩბოსანმა 44.955 შედეგი აჩვენა და გამარჯვებულ არცემ კოზირს (ბელარუსი) 2 წამზე მეტით ჩამორჩა. მე-2 ადგილზე იტალიელი ნიკოლაე გრაციუნი გავიდა, მე-3 ადგილზე აფონსო ბენავიდესი გავიდა (ესპანეთი). 

ზაზა ნადირაძე

ფინალში იასპარეზა მარიამ ქერდიკაშვილმაც (კაიაკი, 200 მ). ქართველმა ნიჩბოსანმა სტარტზე დააგვიანა. საბოლოოდ ქართველი ნიჩბოსანი ბოლოსწინა, მე-8 ადგილზე გავიდა. ქერდიკაშვილმა 54.691 წამი აჩვენა. 

მარიამ ქერდიკაშვილი მინსკში მერვე ადგილი დაიკავა

200 მეტრზე კაიაკის B ფინალში პირველი ადგილი დაიკავა ბადრი ყაველაშვილმა 38.095 შედეგით. ასე რომ, მან საბოლოოდ მე-10 ადგილი დაიკავა. 

ბადრი ყაველაშვილი

ამ დროისთვის ჩვენი ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ჯამში 22 მედალია - 6 ოქრო, 6 ვერცხლი და 10 ბრინჯაო და ამ შედეგით საქართველო საერთო ჩათვლაში მესამეა.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები