Thumbnail
  • მეოთხედფინალურ ეტაპს ეროვნული ლიგის 4 გუნდი შემორჩა
  • შეხვედრები 25 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ამ ეტაპს ეროვნული ლიგის 4 გუნდი შემორჩა: ტორპედო, საბურთალო და თბილისის ლოკომოტივი.

მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები 25 სექტემბერს გაიმართება. გარეჯი თბილისი სითის შეხვდება, რუსთავი ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება. თბილისის მერანი, რომელმაც თბილისის დინამო გამოაგდო, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან, საბურთალოსთან ითამაშებს, ხოლო მარტვილის მერანი ნახევარფინალისტის ვინაობას თბილისის ლოკომოტივთან გაარკვევს.

🏆⚽️ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

Posted by Georgian Football Federation on ხუთშაბათი, 27 ივნისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები