Thumbnail
  • ბორჯღალოსნები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება იწყებენ
  • მილტონ ჰეიგმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
  • გაფართოებულ გუნდში ვერ მოხვდა უოსპსის მორაგბე ზურა ჟვანია

2019 წელს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს თასზე მეხუთედ იასპარეზებს. "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იაპონიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეს იმ მორაგბეთა სიაა, რომლებიც 2019 წლისთვის მსოფლიოს თასის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდნენ.

ნაკრების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მორაგბეების კლუბებში თამაშს აკვირდებოდა და ნაკრებში გამოძახებისას, მათი ფიზიკური ფორმა გაითვალისწინა.

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასიეშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, გიორგი ჭყოიძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, ლაშა ტაბიძე, გიორგი მელიქიძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, ბექა საღინაძე, დავით გიგაური, გრიგორ ქერდიყოშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, საბა შუბითიძე, გიორგი თხილაიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ბექა ბიწაძე, ბექა გორგაძე.

ხაზის მოთამაშეები: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი აფციაური, ლაშა მალაღურაძე, ზურაბ ძნელაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, მირიან მოდებაძე, ალექსანდრე თოდუა, მერაბ კვირიკაშვილი, სოსო მათიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს, საქართველოს ნაკრებისა და ინგლისური უოსპსის მორაგბე ზურა ჟვანიამ გულშემატკივრებს მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ ბორჯღალოსნებს მსოფლიო თასზე, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, კონკრეტული პირების პირადი ინტერესების გამო ვერ დაეხმარება. ზურა ჟვანია ჰეიგის გაფართოებულ სიაში ვერ მოხვდა.

2019 წლის მსოფლიო თასი იაპონიაში, 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ბორჯღალოსნები D ჯგუფში გამოვლენ, სადაც მეტოქეებად ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი ეყოლებათ. 

კომენტარები

ბოლო ამბები