Thumbnail
  • საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა მეტოქეები ცნობილია
  • უმცროსი ბორჯღალოსნები ჯგუფში მასპინძელ იტალიასთან მოხვდნენ

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა. 'უმცროსი ბორჯღალოსნები' მე-9 ადგილისთვის მატჩში იტალიასთან დამარცხდნენ და შარშან დაფიქსირებული რეკორდი ვერ გაიმეორეს.

2020 წელს 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატს იტალია უმასპინძლებს. ილია მაისურაძის ნაკრები ზედიზედ მე-5 მსოფლიოს ჩემპიონატს ითამაშებს - ასეთი შედეგი ტიერ ორის ქვეყნებიდან არცერთ ნაკრებს არ დაუფიქსირებია.

საქართველოსთან ჯგუფში მასპინძელი იტალია, არგენტინა და სამხრეთ აფრიკა მოხვდნენ. ასაკობრივ ნაკრებს სამივე ქვეყანასთან თამაშის გამოცდილება აქვს.

ჯგუფებში ადგილები ასე განაწილდა

A ჯგუფი: საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია, 2019 წლის ტროფის გამარჯვებული

B ჯგუფი: ავსტრალია, ინგლისი, ფიჯი, ირლანდია

C ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, იტალია, საქართველო

კომენტარები

ბოლო ამბები