Thumbnail

126 მილიონი ევრო ბენფიკას - ჟოაო ფელიქსი ატლეტიკოში გადავა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბენფიკამ დაადასტურა, რომ ატლეტიკოსგან 126-მილიონიანი შეთავაზება მიიღო
  • პორტუგალიელი ჟოაო ფელიქსი ატლეტიკოს უახლოეს დღეებში შეუერთდება

ლისაბონის ბენფიკამ დაადასტურა, რომ უნიჭიერესი პორტუგალიელი ფეხბურთელის, ჟოაო ფელიქსის სანაცვლოდ ატლეტიკო მათ 126 მილიონი ევრო შესთავაზა.

ესპანური მედიის ცნობით, ტრანსფერი უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება და ჟოაო ფელიქსი ფეხბურთის ისტორიაში მე-4 ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდება. ფელიქსზე მეტი თანხა მხოლოდ ნეიმარში (222) კილიან მბაპესა (180) და კოუტინიოში (140) არის გადახდილი.

სავარაუდოდ, ფელიქსი ატლეტიკოსთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. როგორც ესპანურ პრესაში წერენ, ატლეტიკომ ეს თანხა ანტუან გრიზმანის გაშვების შემდეგ მიიღო. მათი ვარაუდით, გრიზმანის ტრანსფერი სულ მალე კატალონიის ბარსელონაში უნდა გაოფიციალურდეს.

ფელიქსმა ბენფიკასთან ერთად პორტუგალიის ჩემპიონატში 26 მატჩი გამართა. ჟოაოს ანგარიშზე 15 გატანილი გოლი და საგოლე გადაცემაა.

#FCPSLB - 1.º Golo

🎁 Prenda de aniversário #1. Entregue por João Felix. #FCPSLB #Reconquista

Posted by Sport Lisboa e Benfica on შაბათი, 02 მარტი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები