Thumbnail

'წამოსვლამდე კუმანს რჩევა ვთხოვე' - იასპერ სილესენი ბარსადან ვალენსიაში წავიდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • იასპერ სილესენი ვალენსიას ფეხბურთელია
  • ჰოლანდიელი მეკარე ბარსამ 13 მილიონად იყიდა და 35-დ გაყიდა

ვალენსიამ კონტრაქტი გაუფორმა ბარსელონას ჰოლანდიელ მეკარე იასპერ სილესენს. "საოცარი ატმოსფეროა, ერთი სული მაქვს, როდის შევუდგებით საქმეს. უკვე ძალიან ბედნიერი ვარ", - განაცხადა პრეზენტაციაზე სილესენმა, რაც 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა "ღამურებთან". 

"ვალენსია საოცარი კლუბია დიდი ისტორიით. აქ გადმოსვლამდე რჩევები ბევრს ვკითხე მათ შორის რონალდ კუმანს. 

მედიას თუ დავუჯერებთ, 30 წლის მეკარე ვალენსიას 35 მილიონი ევრო დაუჯდა. სილესენი 2011-2016 წლებში ამსტერდამის აიაქსში გამოდიოდა, ხოლო 2016-ში ის ბარსელონამ 13 მილიონ ევროდ იყიდა. სილესენი უკმაყოფილო იყო იმით, რომ პირველი გოლკიპერის სტატუსი მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოიპოვა. ამიტომ კატალონიური გრანდიდან წასვლა გადაწყვიტა. 

კომენტარები

ბოლო ამბები