Thumbnail

უარი 31 მილიონზე - კევინ დურანტი გოლდენ სტეიტიდან მიდის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კევინ დურანტს გოლდენ სტეიტში დარჩენა აღარ სურს
  • კარიერის გაგრძელების სამი ვარიანტი

ESPN-ის ინფორმაციით, გოლდენ სტეიტის კალათბურთელმა კევინ დურანტმა გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტა მოისურვა და 31 მილიონ დოლარზე უარი თქვა. დურანტის აგენტმა რიჩ კლაიმანმა ამ გადაწყვეტილების შესახებ უორიორსის მენეჯერს, ბობ მაიერსს უკვე შეატყობინა. დურანტი და კლაიმანი ახლა ნიუ იორკში არიან და გუნდების ვარიანტებს განიხილავენ.

დურანტს, როგორც თავისუფალ აგენტს, შეუძლია გოლდენ სტეიტსაც შეუერთდეს. კევინის მსურველთა შორის ნიუ იორკ ნიქსი, ბრუკლინ ნეტსი და ლოს ანჯელეს კლიპერსი არიან.

30 წლის დურანტს შეუძლია ნებისმიერ სხვა კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი და 164 მილიონი დოლარი მიიღოს ან გოლდენში დაბრუნდეს და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს და ხელფასის სახით 221 მილიონი დოლარი მიიღოს.

დურანტმა გოლდენთან ერთად NBA ორჯერ მოიგო. ამ სეზონში კი ტრავმის გამო ვერ ითამაშა. ყველა გუნდი, რომელიც კევინის დამატებას ეცდება, მას მაქსიმალურ კონტრაქტს შესთავაზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები