Thumbnail

მინსკი 2019 | საქართველოს მეექვსე ვერცხლი - გივი მაჭარაშვილი ვიცე-ჩემპიონია!

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეექვსე დღე
  • საქართველომ მინსკში მიმდინარე თამაშებში 22-ე მედალი მოიპოვა
  • გივი მაჭარაშვილმა ფინალური შეხვედრა ანზორ ხიზრიევთან დათმო 

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებში ვერცხლის მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა მოიპოვა (125), რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ანზორ ხიზრიევთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

📺 მაჭარაშვილის ფინალური შეხვედრა ხიზრიევთან

22 წლის მცხეთელმა მძიმეწონოსანმა პირველ წრეში ფინელი იერე ჰეინო დაამარცხა (10:0), შემდეგ კი რუმინელ რარეს ჩინტოანს აჯობა (14:3). მაჭარაშვილი ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანელ ფალავანს, ჯამალადინ მაგომედოვს შეხვდა და დაძაბულ შეხვედრაში მეტოქეს 4:2 აჯობა.

გადამწყვეტ შეხვედრაში მაჭარაშვილმა გაცილებით მაღალ და მძიმე მეტოქესთან ქულა პირველ პერიოდში დათმო, მეორეში კი მდგომარეობის გამოსწორება ვეღარ მოახერხა. ქართველმა ფალავანმა მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა, საბოლოოდ კი 8:2, ხიზრიევის სასარგებლოდ.

გივი მაჭარაშვილმა გაცილებით მაღალ და მძიმე მეტოქესთან ბოლომდე იბრძოლა

ამ დროისთვის ჩვენი ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ჯამში 22 მედალია - 6 ოქრო, 6 ვერცხლი და 10 ბრინჯაო და ამ შედეგით საქართველო საერთო ჩათვლაში მესამეა.

ხვალ, 27 ივნისს, ფინალში თავისუფალი სტილით მოჭიდავე კიდევ ერთი ქართველი ფალავანი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (-65 კგ) იბრძოლებს.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები