Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეექვსე დღე
  • თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მედლების მოპოვება დაიწყეს
  • ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კენჭაძემ მასპინძელს მოუგო

ბელარუსის დედაქალაქ მინსშკი მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს მორიგი ბრინჯაოს მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძემ, 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოუტანა.

კენჭაძემ, რომელიც პირველ წრეში თავისუფალი იყო, 1/4-ფინალში რუს ზაურბეკ სიდაკოვთან წააგო - 3:5. ეს უკანასკნელი ფინალშიც გავიდა, კენჭაძემ კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

გადამწყვეტ შეხვედრაში 23 წლის ქართველი ფალავანი ბელარუს აზამატ ნურიკაუს დაუპირისპირდა და 8-5 გაიმარჯვა.

​ კენჭაძემ მინსკის თამაშებზე საქართველოს 21-ე მედალი მოუტანა ​

დღესვე მოგვიანებით, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრის მძიმე წონის ფინალში გივი მაჭარაშვილი (125) გამოვა, ხვალ კი ფინალში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (-65) იბრძოლებს.

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ჯამში 21 მედალია - 6 ოქრო, 5 ვერცხლი და 10 ბრინჯაო და ამ შედეგით საერთო ჩათვლაში მესამეა.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები