Thumbnail

მინსკი 2019 | ბადრი ყაველაშვილი და მარიამ ქერდიკაშვილი ფინალში გავიდნენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეექვსე დღე
  • ბადრი ყაველაშვილი და მარიამ ქერდიკაშვილი ფინალში გავიდნენ
  • 27 ივნისს მედლებისთვის სამი ქართველი ნიჩბოსანი იბრძოლებს

ბელარუსის ქალაქ მინსკში წარმატებით იასპარეზეს ქართველმა ნიჩბოსნებმა ბადრი ყაველაშვილმა და მარიამ ქერდიკაშვილმა, რომლებმაც წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპები წარმატებით დაძლიეს და 27 ივნისს მედლებისთვის იბრძოლებენ.

ბადრი ყაველაშვილმა, რომელიც კაიაკით 200 მეტრზე ასპარეზობს, წინასწარ ეტაპზე მან 35.227 წამი დააფიქსირა და ნახევარფინალში გავიდა. ბადრიმ მეორე ნახევარფინალურ ჯგუფში 35.118 წამით მეოთხე შედეგი აჩვენა და ფინალურ რბოლაში B ჯგუფში გამოვა.

მარიამ ქერდიკაშვილმა, რომელიც კაონეთი 200 მეტრზე გამოდის, წინასწარ ეტაპზე 51.526 წამი დააფიქსირა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მიიღო. მარიამი აქ ნაჩვენები 52.392 წამით,  მესამე ადგილი დაიკავა და ხვალ 9 მონაწილეს შორის გამოვა. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე ფინალი ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ გაინაღდა, რომელიც 200 მეტრ დისტანციაზე კანოეთი ასპარეზობს.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები