Thumbnail

მინსკი 2019 | 3 ქართველი მოკრივე მეოთხედფინალში დამარცხდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეექვსე დღე
  • ნოდარ დარბაიძე, არტუშ გომციანი და მიხეილ ბახტიძე ნახევარფინალში ვერ გავიდნენ
  • დღეს კიდევ ერთი ქართველი მოკრივე, ოთარ ერანოსიანი გავა რინგზე

მინსკში მიმდინარეობს რიგით მეორე ევროპული თამაშები. კრივში გაიმართა მეოთხედფინალური ორთაბრძოლები, რომელშიც ქართველმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა და სამწუხაროდ დამარცხდნენ.

52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიდარ დარბაიძე იტალიელ მეტოქეს, მანუელ კაპაის დაუპირისპირდა და 0:5 დამარცხდა. 56 კილოგრამში არტუშ გომციანი გერმანელ რამან სარაფას შეხვდა და 1:4 წააგო. 91 კილოგრამ წონაში მიხეილ ბახტიძე ხორვატ მარკო მილუნს შეხვდა და ასევე დიდი სხვაობით, 0:5 დამარცხდა.  

შესაბამისად, საქართველოს ნაკრების სამივე მოკრივე გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას. დღეს კიდევ ერთი ქართველი მოკრივე, ოთარ ერანოსიანი გავა რინგზე და ნახევარფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანელ მეტოქეს, ჯავიდ ჩალაბიევს შეხვდება.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები