Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეექვსე დღე
  • მინსკში მიმდინარე თამაშებში მედლებისთვის სამი ქართველი ნიჩბოსანი იბრძვის
  • ზაზა ნადირაძემ წინასწარი ეტაპი მოიგო და ფინალში ასპარეზობის უფლება მიიღო
  • ბადრი ყაველაშვილი და მარიამ ქერდიკაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარეობს რიგით მეორე ევროპული თამაშები. კანოეში გაიმართა წინასწარი ეტაპი 200 მეტრზე ცურვაში, რომელშიც ზაზა ნადირაძემ მიიღო მონაწილეობა. ქართველმა ნიჩბოსანმა ბრწყინვალედ იასპარეზა, პირველი ადგილი დაიკავა და პირდაპირ ფინალის საგზური მოიპოვა.

ზაზა ნადირაძემ დისტანცია 39.421 წამში დაფარა და ფინიშზე პირველი მივიდა. მეორე ადგილი ლიეტუველმა ჰენრიკას ჟუსტაუტასმა დაიკავა, რომელსაც ფინიშთან მისასვლელად 39.526 წამი დასჭირდა. მესამე ადგილი ესპანელმა ალფონსო ბენავიდესმა დაიკავა.

ფინალური ეტაპი 27 ივნისს გაიმართება და ნადირაძე ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

ბადრი ყაველაშვილი ნახევარფინალში იასპარეზებს

კაიაკით 200 მეტრ დისტანციაზე რბოლის ნახევარფინალშია გასული ბადრი ყაველაშვილი, რომელმაც წინასწარ რბოლაში 35.227 წამი დააფიქსირა.

ნახევარფინალშია მინსკში მოასპარეზე კიდევ ერთი ქართველი ნიჩობასნი, მარიამ ქერდიკაშვილი, რომელიც კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე გამოდის. წინასწარ ეტაპზე მარიამის შედეგი 51.526 წამი იყო. ბადრი ყაველაშვილი და მარიამ ქერდიკაშვილი ნახევარფინალში დღესვე იასპარეზებენ.

UPDATE: მინსკი 2019 | ბადრი ყაველაშვილი და მარიამ ქერდიკაშვილი ფინალში გავიდნენ

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები