Thumbnail

სკანდალი ბორჯღალოსნებში - რატომ არ იქნება ზურა ჟვანია მსოფლიო თასზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ზურა ჟვანიამ ქართველ გულშემატკივრებს მიმართა
  • როგორც ჩანს, ქართველ მორაგბეს ეროვნულ ნაკრებში არ გამოიძახებენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური უოსპსის მორაგბემ, ზურა ჟვანიამ მიმართა გაავრცელა, სადაც წერს, რომ წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება და ეს მისი პირადი სურვილის გამო არ მომხდარა.ჟვანია აცხადებს, რომ რუსეთთან თამაშიც სურდა, უნდოდა ქვეყნისთვის ყველაფრის გაკეთება, მაგრამ კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ზურა ჟვანიას ინგლისში ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა

ჟვანიას ინგლისში საოცარი სეზონი ჰქონდა. მან ორჯერ მოახერხა ინგლისის უმაღლეს ლიგაში, პრემიერშიფში ლელოს დადება. ზუზუმ ინგლისური პრესისგან დადებითი შეფასება რამდენჯერმე მიიღო.

გთავაზობთ მიმართვას უცვლელად

ზურა ჟვანია: მივმართავ ყველა გულშემატკივარს. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა დაფასებისთვის, გულშემატკივრობისთვის.....სამწუხაროა, რომ წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დავეხმარები.

მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩემი პირადი სურვილის გამო არ მომხდარა! ისევ თქვენი და საქართველოს გულისთვის მინდოდა მეთამაშა, განსაკუთრებით რუსეთის წინააღმდეგ! მაგრამ მოხდა შემდეგი: კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო, ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე. ცუდია რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია!

მაგრამ იცოდეთ, მე აუცილებლად გაგახარებთ! ჩემს ქვეყანაში თუ ამის უფლებას არ მაძლევენ, იძულებული ვიქნები, სხვა ქვეყნიდან გავაკეთო ეს. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩემს მეგობრებს, საქართველოს ნაკრებს. მადლობა ყველა თქვენთაგანს ყურადღებისთვის.

დასმულ კითხვებს წინასწარ ვცემ პასუხებს. ვისაც ენდომება ამ თემაზე საუბარი, ყველასთვის გახსნილი იქნება, რადგან არ ვარ პირველი, მაგრამ მინდა ვიყო უკანასკნელი, ვისაც უსამართლობა შეემთხვა და მომავალში სხვაც არ აღმოჩნდეს ჩემს სიტუაციაში

საქართველოში ჩამოვედი საქართველოსთვის და თქვენთვის, ჩემი გულშემატკივრებისთვის, მაგრამ მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე და ისე დავბრუნდე უკან ღირსეულად. მინდა საქართველო და თქვენ კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ!!!

კომენტარები

ბოლო ამბები