Thumbnail

ტორპედოს ფეხბურთელები ტოვებენ - არადა, 11 ივლისს ორდაბასისთან პირველი მატჩია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 11 ივლისი: ორდაბასი V ტორპედო
  • 18 ივლისი: ტორპედო V ორდაბასი
  • ტორპედო ევროტურნირს, კარგ შემთხვევაში, განახევრებული გუნდით ხვდება

სულ მალე, ქუთაისის ტორპედო ევროპალიგის გათამაშებაში ჩაებმება და ყაზახურ ორდაბასის 2-მატჩიან დუელში დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 11 ივლისს, ყაზახეთში გაიმართება, განმეორებითი პაექრობა კი 18 ივლისს, თბილისში შედგება.

ევროტურნირს ქუთაისური კლუბი ფინანსურ კრიზისში ხვდება და გუნდს წამყვანი ფეხბურთელები ტოვებენ. ტორპედოდან უკვე წავიდნენ ოლექსანდრ აზაცკი, მამუკა კობახიძე, რიჩარდ ლუკა, ნიკოლა სტიეპოვიჩი და მერაბ გიგაური. ტორპედოს ტოვებენ ლევან გეგეჭკორი და ნოდარ ქავთარაძე. დიდია შანსი, უახლოეს დღეებში ქუთაისური გუნდიდან წავიდნენ მათე ცინცაძე და ბუდუ ზივზივაძე.

როგორც ჩანს, ყაზახურ ორდაბასისთან დუელს კახა ჩხეტიანის გუნდი, კარგ შემთხვევაში, განახევრებული შემადგენლობით შეხვდება, რაც ტორპედოს შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.

რა ბედი ელის ქუთაისის ტორპედოს და რა შემადგენლობით გააგრძელებს გუნდი ასპარეზობს, რთული სათქმელია.

კომენტარები

ბოლო ამბები