Thumbnail

ელ შაარავი რომას ტოვებს - იტალიელი ჩინეთში ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სტეფან ელ შაარავი კარიერას ჩინეთის სუპერლიგაში გააგრძელებს
  • იტალიელის ხელფასი წელიწადში 13 მილიონი ევრო იქნება

იტალიის ნაკრებისა და რომას შემტევი, სტეფან ელ შაარავი კარიერას ჩინეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. მისი მომავალი კლუბი შანხაი შენხუაა, სადაც მას წელიწადში 13 მილიონ ევროს გადაუხდიან.

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ელ შაარავის სანაცვლოდ რომაული კლუბი 18 მილიონ ევროს მიიღებს. რომამ იტალიელი მოთამაშე მილანიდან 2016 წელს 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

ელ შაარავის იტალიაში მხოლოდ ერთი ტიტული აქვს მოგებული. მან მილანთან ერთად 2012 წელს სუპერთასი მოიგო.

შანხაი შენხუას ჩინეთის სუპერლიგა და ჩინეთის თასი ორ-ორჯერ აქვს მოგებული. კლუბის მთავარი მწვრთნელი ესპანელი კიკე სანჩეს ფლორესია.

კომენტარები

ბოლო ამბები