Thumbnail

ბუფონი დაბრუნებისთვის მზადაა - ჯიჯი იუვეს მეორე მეკარე იქნება?

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჯანლუიჯი ბუფონი მზად არის, იუვენტუსში დაბრუნდეს
  • მხარეებს შორის კონტაქტი უკვე შედგა

ჯანლუიჯი ბუფონმა პარი სენ-ჟერმენი დატოვა და სამი კვირაა, რაც უგუნდოდაა. იტალიელი მეკარე რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს - პორტuს, ლიდს იუნაიტედსა და ბარსელონასაც, მაგრამ როგორც იტალიელი გავლენიანი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო წერს, ბუფონი მზად არის იმ კლუბში დაბრუნდეს, სადაც 17 წლის განმავლობაში თამაშობდა.

იტალიის ნაკრების ყოფილ მეკარესა და იუვენტუსის ხელმძღვანელებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდა, ბუფონი ''ბებერ სინიორასთან'' 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ჯიჯი ერთი წელი მოთამაშის რანგში იქნება, ხოლო მომდევნო წელს უკვე კლუბის მენეჯმენტში გადაინაცვლებს.

ბუფონი კლუბის მეორე მეკარე იქნება. პირველ მეკარედ პოლონელი ვოიცეხ შჩესნი დარჩება, ხოლო გუნდის მეორე მეკარე მატია პერინი, დიდი ალბათობით, რომაში ან სევილიაში გადავა. დი მარციოს ცნობით, ბუფონის ტრანსფერთან დაკავშირებით ყველაფერი უახლოეს საათებში გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები