Thumbnail

მინსკი 2019 | მოკრივე ბეგაძე მეოთხედფინალში მასპინძელთან დამარცხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მინსკში მე-5 დღის ასპარეზობები დასრულებულია
  • ნიკოლოზ ბეგაძე 1/4 ფინალში გამოეთიშა ტურნირს

მინსკში ევროპის მეორე ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედფინალში იასპარეზა 91 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკოლოზ ბეგაძემ. ის მასპინძელ ულაძისლაუ შიაჰლიკაუს შეხვდა.

გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი მოკრივე მინიმუმ ბრინჯაოს მედალს ინაღდებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, 2:3 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ერთმა მოკრივემ, სახილ ალახვერდოვმა უკვე გაინაღდა თამაშების მედალი, მას მერე, რაც ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები