Thumbnail

მინსკი 2019 | სახილ ალახვერდოვი ნახევარფინალში გავიდა და მედალი გაინაღდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეხუთე დღე
  • სახილ ალახვერდოვს ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარეობს რიგით მეორე ევროპული თამაშები. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები შესანიშნავად ასპარეზობს და მედლების რაოდენობით ლიდერთა შორისაა.

ევროპულ თამაშებზე წარმატებით გამოდის მოკრივე სახილ ალახვერდოვი. 49 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მოკრივემ ჯერ გერმანელი მეტოქე დაამარცხა 3:2, შემდეგ კი ბრიტანელ აჰმედს ანალოგიური ანგარიშით, 3:2 მოუგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. შედეგად, ალახვერდოვი ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ბრინჯაოს მედალს მოიპოვებს, თუმცა იმედია, კიდევ უფრო მაღალი სინჯის მედალს შეწვდება.

სახილ ალახვერდოვი ნახევარფინალში იტალიელ მეტოქეს, ფედერიკო სერას დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალში ირლანდიელი და სომეხი სპორტსმენები: დეილი და ჰოვანისიანი შეხვდებიან ერთმანეთს. 

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები