Thumbnail

17 წლის ჰოლანდიელი მცველი - ლივერპული პირველი ტრანსფერს ამზადებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 17 წლის ჰოლანდიელი ლივერპულში
  • ვან დენ ბერგს პირველი გუნდის წევრად მოიაზრებენ...

იურგენ კლოპს ცვოლეს ცენტრალური მცველის - ზეპ ვან დენ ბერგის დამატება სურს, თუმცა ჰოლანდიელისთვის ბრძოლაში ლივერპულს აიაქსის, ბაიერნის და პსვ ეინდჰოვენის დამარცხება მოუწევს.

17 წლის მცველით ასევე დაინტერესებულია სამპდორია, BBC-ის ინფორმაციით მომავალი 72 საათის მანძილზე გაირკვევა თუ სად ითამაშებს ჰოლანდიის 19-წლამდელთა გუნდის წევრი.

ვან დენ ბერგმა გასულ სეზონში ჰოლანდიის უმაღლეს დივიზიონში 15 მატჩი ჩაატარა, ლივეპრულში წასვლის შემთხვევაში ის წელს კლოპის პირველი შენაძენი იქნება.

როგორც BBC ამბობს, ახალგაზრდა მცველს ჯო გომესს ადარებენ, რომელიც კლუბმა 2015 წელს ჩარლტონიდან £3.5 მილიონად გადაიყვანა. ვან დენ ბერგი პირველივე დღიდან დიდი გუნდის წევრი იქნება და სარეზერვო გუნდების გავლა არ მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები