Thumbnail

ილიას ზუროსი სამუშაოდ საბერძნეთში დაბრუნდა - სპეციალისტი პერისტერის გაწვრთნის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 53 წლის სპეციალისტი ათენის გუნდს საქართველოს ნაკრებთან ერთად გაწვრთნის
  • საბერძნეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბერძენი სპეციალისტი, ილიას ზუროსი ბერძნულ პერისტერიში იმუშავებს. როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება, 53 წლის სპეციალისტი ათენურ კლუბში საქმიანობას ფედერაციასთან შეთანხმების შემდეგ დათანხმდა და პერისტერიში საქართველოს ნაკრების პარალელურად იმუშავებს. 

პერისტერისთვის გასული სეზონი ერთ-ერთი საუკეთესო იყო არსებობის ისტორიაში. კლუბმა ნახევარფინალური სერია პანათინაიკოსთან წააგო, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი აეკ-ს მოუგო და საბერძნეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

Η Κ.Α.Ε. Περιστέρι Βίκος Cola ανακοινώνει την έναρξη της συνεργασίας με τον προπονητή, Ηλία Ζούρο. Ο 53χρονος τεχνικός...

Posted by Peristeri B.C. on სამშაბათი, 25 ივნისი, 2019

ამ წარმატებამ პერისტერელებს ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუტანა და კლუბი 15-წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ დაუბრუნდა ევროსარბიელს. კლუბის ხელმძღვანელობას ჩემპიონთა ლიგაში ღირსეულად საასპარეზოდ ძლიერი სპეციალისტის მოძებნა სურდა და მოლაპარაკება დაიწყო ილიას ზუროსთან, რომელიც რამდენიმე დღეში წარმატებით დააგვირგვინა.

ჩემპიონთა ლიგა ფიბა-ს ორგანიზებულია და მის კალენდარშია ჩასმული. შესაბამისად, ილიას ზუროსს საქართველოს ნაკრებში მუშაობაში ხელი არ შეეშლება.

ილიას ზუროსი საბერნძნეთს კლუბურ დონეზე 9-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ბოლოს ის ბერძნულ კლუბს 2010 წელს წვრთნიდა, როცა პანელინიოსს უძღვებოდა.

სპეციალისტს, რომელიც 2011-12 წლებში საბერძნეთის ნაკრებს წვრთნიდა, ძლიან ბევრ კლუბში უმუშავია, რომელთაგან გამოსარჩევი პირეოსის ოლიმპიაკოსი, სტამბოლის ეფესი და კაუნასის ჟალგირისია. 

კომენტარები

ბოლო ამბები