Thumbnail

ტრიბუნაზე მცურავი გემი და ღუზა ეროვნულ ლიგაში - ბათუმელი პირატების შოუ

  • წარმოდგენა ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩის წინ
  • ბათუმის დინამოს ქომაგები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან

ეროვნული ლიგის XX ტურში ცენტრალური შეხვედრა ანგისას ბაზაზე მიმდინარეობს, სადაც გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი ბათუმის დინამო ქუთაისის ტორპედოს მასპინძლობს. შეხვედრა ბათუმელი ქომაგების მორიგი პერფორმანსით დაიწყო, პირატებმა ტრიბუნაზე გემი "ჩამოატარეს" და შემდეგ ღუზაც "ჩაუშვეს".

ბათუმის დინამო ჩემპიონატის საუკეთესო კლუბების ჩამონათვალში ეროვნულ ლიგა 2-ში გატარებული სეზონის შემდეგ დაბრუნდა, დღევანდელი წარმოდგენის შინაარსიც სწორედ ამ ამბავს ეხმიანებოდა. დინამო უძლიერესთა შორის არის და წასვლას არსად აპირებს.

🎙 გიორგი შარაშიძე (პირატი)

ბათუმის დინამოს ფან კლუბი "პირატები" 2011 წელს შეიქმნა და მას შემდეგ კლუბს ყველა მატჩზე თან ახლავს და ქომაგობს.

კომენტარები

ბოლო ამბები