Thumbnail
  • ანორთოსისმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
  • ქეცბაიას გუნდში 3 ქართველი ვარჯიშობს

თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა ახალი სეზონისთვის ვარჯიში დაიწყო. გუნდთან ერთად ვარჯიშობენ ქართველი ახალწვეულები თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი. ასევე ისევ გუნდშია ნიკა კაჭარავა, თუმცა ანორთოსისის რიგები დატოვა ბექა მიქელთაძემ.

ქართველმა მწვრთნელმა თავადაც ივარჯიშა

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ფამაგუსტას გუნდი მისმა ცოცხალმა ლეგენდამ, თემურ ქეცბაიამ ჩაიბარა. ქეცბაიამ 10-წლიანი პაუზის მერე პირველად მოირგო ანორთოსისის ფორმა და თავადაც ივარჯიშა. 

ნიკა კაჭარავამ ვარცხნილობა შეიცვალა

ქეცბაიამ დაუშვილი უნგრეთის ელიტური ლიგიდან გავარდნილი ჰალადაშიდან მიიწვია, ხოლო ოქრიაშვილი უკლუბოდ იყო, მას შემდეგ, რაც მას კრასნოდარი დაემშვიდობა.

ბუბა დაუშვილი გუნდს უნგრეთიდან შეუერთდა

შეგახსენებთ, რომ ანორთოსისს უკავშირებენ საქართველოს ნაკრების გოლკიპერ გიორგი ლორიასაც. ოქრიაშვილისა და დაუშვილის ოფიციალური წარდგენა კლუბში ჯერ არ გამართულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები