Thumbnail

Cyberpunk 2077 და Control - ახალი თაობის კონსოლებზე ყველაფერი იცვლება

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • ახალი თაობის კონსოლების გრაფიკული მახასიათებლები ძალიან შთამბეჭდავია
  • Ray-tracing ტექნოლოგია თამაშებს რეალობასთან აახლოვებს

CYBERPUNK 2077 E3-ზე ყველაზე განხილვადი თამაში იყო, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა. კიანუ რივზის გარდა, დახურულ კარს მიღმა ნაჩვენებ დემოში, ჯონი დეპის პერსონაჟიც გამოჩნდა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა თამაშის მიმართ მოლოდინი.

დემოში მაყურებელმა უშუალოდ გეიმფლეიც იხილა - პერსონაჟი თამაშის ისტორიას ნაბიჯ-ნაბიჯ ითვისებს და თან ყველა შემხვედრ მტერს ანადგურებს, ან ისე თამაშობს, რომ საერთოდ არავის კლავს - არჩევანი მხოლოდ გეიმერზეა.

ვიცით, რომ თამაში Xbox-სზე და PS4-ზე ხელმისაწვდომი მომავალ აპრილში იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მისი გრაფიკული ძრავიდან გამომდინარე, Cyberpunk 2077 განსაკუთრებით ეფექტური ახალი თაობის კონსოლებზე იქნება. მიზეზი მარტივია - როგორც შესაბამის პრეზენტაციებზე აღინიშნა, PS5-ის და Xbox Scarlett-ის გრაფიკული მონაცემები მათი წინამორბედებისას საგრძნობლად აღემატება.

Cyberpunk 2077 + Ray-tracing 

ცნობილია, რომ Halo Infinite ერთ-ერთი ახალი თაობის თამაშია, რომელიც დადასტურებულად ვიცით, რომ ახალი თაობის კონსოლებთან ერთად გამოვა. Halo ხელმისაწვდომი Xbox One-ზეც იქნება, თუმცა Scarlett-ზე, ახალი ტექნოლოგიის - Ray-tracing-ის წყალობით, თამაში ბევრად შთამბეჭდავად გამოიყურება. CoD: Modern Warfare ზუსტად ამავე ტექნოლოგიას გამოიყენებს.

Control პირველი თამაშია, რომელიც ray tracing-ის პრაქტიკულად სრულ პოტენციალს იყენებს და გეიმფლეის კადრებს შორის განსხვავების დანახვა რთული ნამდვილად არ არის.

ასე რომ, ახალი თაობის კონსოლებში დალოდების დროის (loading time) სიკვდილთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიები თამაშებს ვიზუალურად ბევრად უფრო შთამბეჭდავს, ეფექტურს და რეალობასთან საოცრად მიახლოებულს გახდის.

Control აგვისტოში გამოდის, Modern Warfare-ის რილიზამდეც არ დარჩა დიდი დრო, Watch Dogs-s მარტში ვითამაშებთ, ხოლო Cyberpunk-ს კი აპრილში. იმ შემთხვევაში, თუ თამაშების გამოსვლისთანავე გსურთ მათი სრული პოტენციალის შეგრძნება - პერსონალური კომპიუტერით და Nvidia-ს უახლესი გრაფიკული ბარათებიდან ერთ-ერთით უნდა ისარგებლოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები