Thumbnail
  • გოგა ბითაძის დებიუტი ინდიანა პეისერსში მემფისთან შედგება
  • საზაფხულო ლიგაში ბევრი ახალგაზრდა ვარსკვლავი ითამაშებს

19 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე, რომელმაც ახლახან "ადიდასთან" სპონსორული კონტრაქტი გააფორმა,  5-15 ივლისს NBA-ს საზაფხულო ლიგაში მიიღებს მონაწილეობას. MGM Resorts NBA Summer League 2019 ლას ვეგასში ტარდება და მასში ინდიანა პეისერსი მონაწილეობს.

სხვათა შორის ლას ვეგასში ითამაშებს ზაიონ უილიამსონი, რომელიც დრაფტის პირველ ნომრად ნიუ ორლეანსმა აირჩია. ასევე იქნება დრაფტის მესამე ნომერი არ ჯეი ბარეტი (ნიუ იორკ ნიკსი).

ზედიზედ მეორე წელია, რაც საზაფხულო ლიგა პირდაპირ ეთერში იქნება ESPN და NBA TV თამაშებს გადაინაწილებენ.

წაიკითხე | 'მზად ვარ სამზოლიან ოჯახს შევუერთდე' - ADIDAS-მა ბითაძეს კონტრაქტი გაუფორმა

საზაფხულო ლიგაზე 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თითოეული 4 საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს. ტოპ-8 გუნდი პლეი ოფში ჩაებმება, ფინალი 15 ივლისს გაიმართება.

გოგას ინდიანა 6 ივლისს მემფისს ეთამაშება, 8 ივლისს - დეტროიტს (დეტროიტში სეკუ დუმბია ითამაშებს), 9 ივლისს - ატლანტასა და 11 ივლისს NBA-ს ჩემპიონ ტორონტო რეპტორსს. 

როგორც ხედავთ, საკვალიფიკაციოში გოგასა და ზაიონის გზები არ იკვეთება, მაგრამ შეიძლება ეს პლეი ოფში მოხდეს. 

გოგასთან ერთად ინდიანას შემადგენლობაში ითამაშებს ფორვარდი ბრაიენ ბოუენი, რომელიც დრაფტზე არავის აუყვანია. ასევე ინდიანაში ითამაშებს მარკის მაკდაფი. 

კომენტარები

ბოლო ამბები