Thumbnail

'მზად ვარ სამზოლიან ოჯახს შევუერთდე' - ADIDAS-მა ბითაძეს კონტრაქტი გაუფორმა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პირველი სპონსორული კონტრაქტი NBA-ში
  • ADIDAS-მა დრაფტიდან 3 კალათბურთელი გამოარჩია
  • ბითაძე ამერიკელებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს

20 ივნისს გოგა ბითაძე NBA-ის დრაფტის პირველ წრეში მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა აირჩია და აი, უკვე პირველი სპონსორული კონტრაქტიც გააფორმა - სპორტული ეკიპირების ცნობილმა გერმანულმა ბრენდმა "ადიდასმა" მასთან ხელშეკრულება გააფორმა.

'მზად ვარ სამზოლიან ოჯახს შევუერთდე' - წერს 19 წლის ქართველი ცენტრი სოციალურ მედიაში. 
"ადიდასმა" 60-კაციანი დრაფტიდან სულ 3 კალათბურთელი გამოარჩია - მცველი ჯარედ კალვერი, რომელიც მე-6 ნომრად მინესოტამ აირჩია, ფრანგი სეკუ დუმბია, რომელიც მე-15 ნომრად ზაზა ფაჩულიას გუნდელი გახდა დეტროიტში და გოგა ბითაძე, ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის პრიზის მფლობელი. 

ადიდასმა დრაფტიდან 3 კალათბურთელში გოგა გამოარჩია

კოფი ბრაუნი (ადიდასის უფროსი დირექტორი): "კალვერი, ბითაძე და დუმბია NBA-ს ტალანტთა მომავალი თაობაა. თითოეულ მათგანს მომავალში დიდი როლი დაეკისრება მსოფლიოს საკალათბურთო რუკაზე".

"ადიდასი" კონტრაქტის დეტალებს არ ახმაურებს.

წაიკითხე | ტელეფონის ზარები ბითაძისთვის - ინდიანაში გოგასთვის სათამაშო დრო გამოძებნეს

გოგამ უკვე მიიღო მონაწილეობა ფირმა Tissot-ს კამპანიაში, რომელიც ინდიანა პეისერსის პარტნიორია. 

✌⌚ Tissot #Pacers 🏀

Posted by Goga Bitadze on ორშაბათი, 24 ივნისი, 2019

გოგა სხვა ქართველ სპორტსმენებს არ ჩამორჩა და რუსეთის მიერ ტურისტული ემბარგოს გამოცხადების შემდეგ, მის ფანებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდა. 

summer in Georgia

Spend your summer in Georgia 🇬🇪 #spendyoursummeringeorgia #visitgeorgia

Posted by Goga Bitadze on ორშაბათი, 24 ივნისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები