Thumbnail

'ეს იყო სწორი და უალტერნატივო პოზიცია' - ლევან კობიაშვილის სიტყვა პარლამენტში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სფფ-ს პრეზიდენტმა ქართველ ფეხბურთელებს და ქართულ კლუბებს მხარი დაუჭირა
  • კობიაშვილის თქმით, მიუხედავად მუქარისა, ის ყოველთვის დაიცავს საერთო ინტერესებს

თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოს პარლამენტი პირველად შეიკრიბა, სხდომაზე კი სიტყვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გამოვიდა. 

"მინდა შევეხო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას. რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა ფეხბურთელებმა და კლუბებმა სხვადასხვა სტადიონებზე დააფიქსირეს პოზიცია, რომელიც მიმაჩნია, რომ არის ერთადერთი, სწორი და უალტერნატივო. ამით, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს, რომ ფეხბურთი არ არის მხოლოდ 90 წუთი და ანგარიში, ის გაცილებით მეტია. მინდა დავაფიქსირო მათ მიმართ ჩემი მხარდაჭერა და მადლობა გადავუხადო. მიუხედავად მუქარისა სხვადასხვა ქვეყნებიდან, ვდგავარ მათ გვერდით და მხარს ვუჭერ ჩვენს ფეხბურთელებს, ჩვენს სპორტსმენებს, ჩვენს კლუბებს და ყოველთვის დავიცავ ჩვენს საერთო ინტერესებს", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ლევან კობიაშვილის გამოსვლა პარლამენტში - ქართულ კლუბებთან დაკავშირებით

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on სამშაბათი, 25 ივნისი, 2019

შეგახსენებთ, რომ თბილისში მიმდინარე მოვლენებს ქართული საფეხბურთო კლუბები სხვადასხვა ფორმით გამოეხმაურნენ. ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, რამდენიმე გუნდის ფეხბურთელებმა სპეციალურად დამზადებული მაისურები ჩაიცვეს, რომლებზეც ანტისაოკუპაციო შინაარსის წარწერები იყო გამოსახული.

მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები