Thumbnail

PREVIEW | ანშლაგის და კარგი ფეხბურთის მოლოდინში - ბათუმი ქუთაისს უმასპინძლებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 25 ივნისი | ⌚ 21:30 | ⚽ დინამო ბათუმი V ტორპედო ქუთაისი
  • მე-20 ტურის ცენტრალური მატჩი ანგისას ბაზაზე გაიმართება

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც ადგილობრივი დინამო ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება. მატჩი ანგისას ბაზაზე ჩატარდება და ტრადიციულად, ტრიბუნაც ბოლომდე შეივსება. მით უმეტეს, ლიდერების თამაშია.

ბათუმელებს 38 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე არიან სატურნირო ცხრილში, ქუთაისელები კი 33 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებენ.

წყალტუბოში ტორპედომ ბათუმის დინამოს 3:2 მოუგო
📸 | დინამო ბათუმის  FB გვერდიდან

ცნობილია, რომ ტირპედოში ფინანსური კრიზისია და გუნდს ფეხბურთელები ტოვებენ. ქუთაისური გუნდიდან უკვე წავიდნენ მამუკა კობახიძე, ოლექსანდრ აზაცკი და მერაბ გიგაური. კიდევ რამდენიმე ფეხბურთელზეა ლაპარაკი, რომ გუნდს უახლოეს დღეებში დატოვებენ.

მოკლედ, ტორპედო ბათუმში შესუსტებული შემადგენლობით ჩადის, თუმცა მიუხედავად ამისა, ანგარიშგასაწევი ძალაა.

განსხვავებული ვითარებაა ბათუმის დინამოში. გუნდს ჯოვინო ფლამარიონი უბრუნდება, რომელმაც დისკვალიფიკაციის გამო საბურთალოსთან მატჩი გამიტოვა. შესაბამისად, დინამოს შემტევი პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება.

წესით, ანგისას ბაზაზე შემტევი, სანახაობრვი და საინტერესო მატჩი უნდა ვიხილოთ.

ნიკა საბანაძე (დინამო ბათუმი)

“რთულ თამაშს ველოდები, მაგრამ 3 ქულა ძალიან გვჭირდება და ამიტომ, მხოლოდ მოსაგებად გავალთ მინდორზე. ტორპედოს პრობლემები აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძლიერი გუნდია და ამიტომ, მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. გადამწყვეტი იქნება გულშემატკივრის ფაქტორი, რომელიც ჩვენთვის მე-12 მოთამაშეა. ბათუმში ყოველთვის მხურვალედ გვქომაგობენ და ამიტომ, საკუთარ მოედანზე პრაქტიკულად არ ვკარგავთ ქულებს. სავსე ტრიბუნები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია”.

ნიკა საბანაძე
📸 | დინამო ბათუმის  FB გვერდიდან

საინტერესო ფაქტები

⚽ ბათუმის დინამოს ბოლო 5 თამაშში 3 მოგება, თითო ფრე და წაგება აქვს.

⚽ ქუთაისის ტორპედოს ბოლო 5 თამაშში 3 მოგება, თითო ფრე და წაგება აქვს.

⚽ წელს გუნდები ორჯერ შეხვდენ ერთმანეთს: ორივე მატჩი ტორპედომ მოიგო.

⚽ წელს გამართულ ურთიერთშეხვედრებში ბურთების ბალანსი: 5:2 ტორპედოს სასარგებლოდ.

⚽ ქუთაისის ტორპედო საქართველოს თასის მფლობელია.

⚽ ბათუმის დინამომ გასულ სეზონში ეროვნული ლიგა 2 მოიგო და უმაღლეს ლიგაში აღზევდა.

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო ბთ.: ალავიძე, სანტოსი, გაგოშიძე, ადამაძე, ნავალოვსკი, მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, რამოსი, ჯანელიძე, ფლამარიონი, საბანაძე.

ტორპედო: ქვილითაია, გეგეჭკორი, ხურცილავა, ჭიჭინაძე, ქიმაძე, დოლიძე, წიქარიძე, ტაბატაძე, ქავთარაძე, ზივზივაძე, კაპანაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები