Thumbnail

ქართველმა პარამსროლელმა ამერიკის ღია პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტურნირში 8 ქვეყნის 14-მა უძლიერესმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა
  • ივლისში მსოფლიო თასი გაიმართება და ჭინჭარაული ამ ტურნირისთვის მოემზადება

ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა პარასროლის ღია ჩემპიონატი, რომელშიც 8 ქვეყნის 14-მა უძლიერესმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირში ჩაება ქართველი პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული, რომელმაც 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური შაშხანიდან სროლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლადო ჭინჭარაულმა ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა და 1456.8 ქულა დააგროვა, ფინალში კი 249.9 ქულა აიღო და მეორე ადგილზე გავიდა. ივლისში პარასპორტის ამ სახეობაში მსოფლიო თასი გაიმართება და ჭინჭარაული სწორედ ამ მნიშვნელოვანი ტურნირისთვის მოემზადება. მსოფლიო თასზე ქართველ პარასპორტსმენს ტოკიოს პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვების საშუალება ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები