Thumbnail
  • მოსკოვის ლოკომოტივის 27 წლის მცველმა შესაძლოა კლუბი შეიცვალოს
  • ივლისიდან კვერკველიას შეძენა მსურველს 4 მილიონ ევროდ შეეძლება
  • საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით სალონიკის პაოკ-ი ინტერესდება

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის მცველი საბა კვერკველია ბერძნულ პაოკ-ს აინტერესებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ავრცელებს.

riafan.ru-ს ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებულ წყაროს ესაუბრა, რომლის ცნობით, სალონიკურ კლუბს, 1-ელი ივლისის შემდეგ, 27 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი სულ რაღაც 4 მილიონი ევრო დაუჯდება. სწორედ ასეთი პირობა დევს კვერკველიას მოსკოველებთან გაფორმებულ შეთანმებაში, რომელიც 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. 

თავად ქართველი ფეხბურთელი წინააღმდეგი არაა, ლოკომოტივი დატოვოს, თუმცა მისთვის პრიორიტეტული ევროპის ტოპ-5 ქვეყნის ჩემპიონატში (ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და ესპანეთის ლიგებში) მოთამაშე კლუბია. 

მეტი ამ თემაზე: 'ან ჩელსი, ან არაფერი - ასე არ ვფიქრობ' - საბა კვერკველია ევროპაში წასვლაზე

რაც შეეხება სალონიკის პაოკ-ს, კლუბი 2018/19 წლების სეზონში საბერძნეთის ჩემპიონი გახდა. მისი მფლობელი და პრეზიდენტი საქართველოში (წალკის რაიონი) დაბადებული ივან სავიდია, გუნდს კი რუმინელი რეზვან ლუჩესკუ წვრთნის.

მეტი ამ თემაზე: 'სკანდალი: პაოკ-ის ქართველ-ბერძენი პრეზიდენტი მოედანზე იარაღით შევარდა

საბა კვერკველიას მთელი თავისი პროფესიონალური კარიერა რუსეთში აქვს გატარებული, სადაც ჯერ ყაზანის რუბინში გამოდიოდა. ქართველი ცენტრალური მცველი 2017 წლიდან მოსკოვის ლოკომოტივის ფეხბურთელია, რომელთან ერთად რუსეთის ჩემპიონობა და თასი (ორჯერ) აქვს მოგებული.

საბამ გასულ სეზონში მოსკოვური კლუბის მაისურით ყველა ტურნირის 41 მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. Transfermarkt-ის თანახმად, კვერკველიას პირობითი სატრანსფერო ფასი 10 მილიონი ევროა, რაც ქართველი ფეხბურთელისთვის სარეკორდოა

კომენტარები

ბოლო ამბები