Thumbnail

ტრადიცია გრძელდება - რეალმა რეიესის შვილს კონტრაქტი გაუფორმა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ხოსე ანტონიო რეიესის შვილი მადრიდის რეალში ითამაშებს
  • ხოსე რეიეს ლოპესი რეალში გადასვლამდე ლეგანესში თამაშობდა

ტრაგიკულად დაღუპული ცნობილი ესპანელი ფეხბურთელის, ხოსე ანტონიო რეიესის შვილი მადრიდის რეალში ითამაშებს. ხოსე რეიეს ლოპესმა ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, სადაც ის დედასთან და აგენტთან ერთად მადრიდის რეალის ფორმით ჩანს.

''ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მე მგულშემატკივრობდა და მენდობოდა. განსაკუთრებით ჩემს ოჯახს.'' - დაწერა ინსტაგრამზე რეიესის შვილმა.

12 წლის ხოსე რეიეს ლოპესი მადრიდის რეალში გადასვლამდე ლეგანესის ღირსებას იცავდა. მამამისი 2019 წლის ივნისში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. ხოსე ანტონიო რეიესი ატლეტიკოს, არსენალის, სევილიას, რეალისა და ბოლოს ესტრემადურას ღირსებას იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები