Thumbnail

რუსეთის მიზანი მინიმუმ მერვედფინალია! ჩერჩესოვი ოპტიმისტურადაა განწყობილი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რუსი საფეხბურთო ექსპერტები ჩერჩესოვის გუნდს აკრიტიკებენ.
  • რუსეთის ნაკრების მწვრთნელი ოპტიმიზმს ინარჩუნებს.

რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანისლავ შერჩესოვმა მუნდიალისთვის დასახულ მიზნებზე ისაუბრა. მისი თქმით, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი რუსეთის მიზანი მინიმუმ მერვედფინალში გასვლაა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატის ღირსეული მასპინძლები ვიქნებით. რაც შეეხება სპორტულ მიზანს: ვალდებულები ვართ ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ. სწორედ ეს არის ჩვენი პროგრამა მინიმუმი,” - განაცხადა ჩერჩესოვმა გულშემატკივრებთან ონლაინ-ინტერვიუში.

კარგი გუნდი გვყავს და მჯერა, რომ მუნდიალზე ღირსეულად ვითამაშებთ

ჩერჩესოვი მიიჩნევს, რომ კონფედერაციათა თასის შემდეგ რუსეთის ნაკრებმა პროგრესი განიცადა და მუნდიალზე ღირსეულად იასპარეზებს: “მარტო იმის გამო, რომ ტურნირის მასპინძლები ვართ, ფავორიტები ვერ ვიქნებით, მაგრამ კარგი გუნდი გვყავს და მჯერა, რომ მუნდიალზე ღირსეულად ვითამაშებთ. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე რაც შეიძლება შორს გავიდეთ. კონფედერაციის თასზე ჩვენი გუნდის დონე ამაღლდა. ახლა მთავარია, რომ მუნდიალისთვის მშვიდად მოვემზადოთ.”

► რატომ გახდება საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონი

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 14 ივნისს იწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება. მუნდიალი რუსეთის 11 ქალაქში ჩატარდება. რუსი საფეხბურთო ექსპერტები დიდი ხანია, ჩერჩესოვის გუნდს აკრიტიკებენ და მუნდიალის წინ პესიმისტურად არიან განწყობილები. 

2017 წლის ზაფხულში, კონფედერაციის თასზე რუსეთის ნაკრებმა მხოლოდ ახალი ზელანდიის დამარცხება მოახერხა ჯგუფში ჩარჩა. მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთი A ჯგუფში, საუდის არაბეთთან, ეგვიპტესთან და ურუგვაისთან ერთად ითამაშებს.

► მუნდიალის ჯგუფები: პორტუგალია და ესპანეთი ერთ ჯგუფში

 

კომენტარები

ბოლო ამბები