Thumbnail

მესამედ იტალიაში, პირველად მილანში - ზამთრის ოლიმპიადა ევროპაში ბრუნდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მილანი/კორტინა - 2026 წლის ოლიმპიადის მასპინძელი
  • მასპინძლობისთვის მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძოდა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა გამოაცხადა, რომ ზამთრის 2026 წლის თამაშების მასპინძელი - ოლიმპიადა იტალიურ მილანსა და კორტინაში ჩატარდება.

სოკ-ის წევრებს უნდა აერჩიათ ან იტალიელები ან შვედები (სტოკჰოლმი-არე). საბოლოოდ, იტალიელებმა მოიგეს (47:34) და ოლიმპიადაც იქ ჩატარდება. ოლიმპიადა ევროპაში ბრუნდება - წინა ორი ზამთრის თამაშები აზიურია - პიონჩანსა (2018) და პეკინში (2022). 

იტალია ზამთრის ოლიმპიადას მესამედ უმასპინძლებს - 1956 წელს თამაშებს კორტინა მასპინძლობდა, 2006 წელს კი - ტურინი. 

კომენტარები

ბოლო ამბები