Thumbnail
  • ლუბა გოლოვინა ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორია
  • საქართველო - 6 ოქრო, 5 ვერცხლი და 9 ბრინჯაო

ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე მინსკში საქართველოს დელეგაციას რიგით მე-20 მედალი ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ მოუტანა. 

საკვალიფიკაციო ხტომებში ლუბამ ფინალის საგზური მხოლოდ მე-8 ადგილით მოიპოვა - 98.200 ქულა, თუმცა ფინალში მან შესანიშნავად იასპარეზა და საბოლოოდ, 53,990 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლუბას მხოლოდ ფრანგმა ლეა ლაბრუსმა აჯობა - 54.800 ქულა. მესამე ადგილზე ბელარუსი ჰანა ჰანჩაროვა გავიდა.

ამავე ტურნირში თეონა ჯანჯღავამ 92.570 ქულით მე-15 ადგილი დაიკავა. ლუბა 25 ივნისს სინქრონულ ხტომებში გამოვა. 

მედლების საერთო ჩათვლაში საქართველო 20 მედლით მე-3 ადგილზეა რუსეთისა (48) და ბელარუსის (38) შემდეგ. ჩვენს დელეგაციას 6 ოქრო, 5 ვერცხლი და 9 ბრინჯაო აქვს მოპოვებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები