Thumbnail

'LGBT სამკლავურს მეც გავიკეთებდი' - ზურაბ დათუნაშვილი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ 17 მაისის აქციაზეც ისაუბრა
  • ზურაბ დათუნაშვილის თქმით, ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი გადაცემა Fact2 LIVE-ში იყო სტუმრად, სადაც სხვა თემებთან ერთად LGBT თემზეც ისაუბრა. კითხვები შეეხო 17 მაისის აქციას და ცისარტყელის ფერების სამკლავურს, რის გამოც თავის დროზე გურამ კაშიას საზოგადოების ნაწილი დაუპირისპირდა. 

რა აზრის ხარ 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის ჩატარებასა და აღლუმებზე?

დათუნაშვილი: ჩემი აზრით, ადამიანი თავისუფალია და ვისაც რა უნდა, ის უნდა აკეთოს კანონის ფარგლებში. 

ცისარტყელის სამკლავურს თუ გაიკეთებდი?

დათუნაშვილი: არ შემოუთავაზებიათ. კი, გავიკეთებდი.

საზოგადოების გაკიცხვის არ შეგეშინდებოდა?

დათუნაშვილი: საზოგადოება ბევრ რამეში უშლის ხელს ადამიანს, რომ გამოხატოს თავისი პოზიცია. რასაც ფიქრობ, ის უნდა გააკეთო. მე ყოველთვის იმას ვაკეთებ, რასაც ვფიქრობ რომ სწორია. თუ ვიცი რომ საზოგადოებრივი აზრი არასწორია, არ  გავითვალისწინებ.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ დათუნაშვილს ახლო წარსულში დაპირისპირება ჰქონდა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან, რის შემდეგაც დატოვა ეროვნული ნაკრები და ამ დროისთვის, ჩამოშორებულია სპორტულ კარიერას.

კომენტარები

ბოლო ამბები