Thumbnail

'დაგავიწყდათ, როგორ გვეხვეწებოდით მფარველობას?!' - რუსების ისტერიკა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • НТВ-ს სტატუსში ნათქვამია, რომ ქართველებმა ანტირუსული დემარში მოაწყვეს
  • ქართული საფეხბურთო კლუბების აქციას რუსეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ქართული საფეხბურთო კლუბები თბილისში მიმდინარე მოვლენებს სხვადასხვა ფორმით გამოეხმაურნენ, თუმცა ყველაზე დიდი რეზონანსი ანტისაოკუპაციო შინაარსის მაისურებმა გამოიწვია, რომლებიც ქუთაისის ტორპედოს, თბილისის ლოკომოტივის და რუსთავის ფეხბურთელებს ეცვათ.

რუსული სპორტული და არამარტო სპორტული მედია მოიცვა ინფორმაციამ სწორედ ქართული კლუბების საპროტესტო გზავნილების შესახებ, სოციალურ ქსელში კი უამრავი კომენტარი და მოსაზრება დაიწერა. 

ამ თემას გამოეხმაურა НТВ და ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცლა. НТВ-ს სტატუსში ნათქვამია, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ანტირუსული დემარში მოაწყვეს. შემდეგ განმარტებაა, რომ სპეციალურად დამზადებულ მაისურებზე რუსეთი როგორც ოკუპანტია წარმოჩენილი.

Грузинские футболисты устроили антироссийский демарш. Игроки клубов «Торпедо», «Локомотив» и «Рустави» вышли на матчи в футболках с надписями об «оккупации» Россией части Грузии.

Posted by НТВ on კვირა, 23 ივნისი, 2019

აღნიშნულ სტატუსს 1 600-ზე მეტი გამოხმაურება აქვს, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები კი პოზიციას კომენტარებში აფიქსირებენ. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსების დიდი ნაწილი ქართველი ფეხბურთელების მიმართ ნეგატიურად განეწყო და შესაბამისი შინაარსის კომენტარებიც მრავლად დაიწერა…

დმიტრი პოდკაპაევი: “დაგავიწყდათ, 200 წლის წინ ირანელებისგან და თურქებისგან დასაცავად როგორც იხვეწებოდით რუსეთის იმპერიის მფარველობას? მახსოვრობა მოკლეა”.

მარია კოზლოვა: “აფხაზეთში და ოსეთში ომი დაიწყეთ, მოკალით სამშვიდობო მისიის წარმომადგენლები და კიდევ რუსეთია დამნაშავე. სინდისი არ გაქვთ”.

სვეტლანა ტერეხოვა: “საქართველოს პრეზიდენტმა რუსებს მიმართა: თუ ვერ ახერხებთ ჩამოსვლას, უბრალოდ გამოაგზავნეთ ფული”.

იგორ ივანცოვი: "ტორპედო და ლოკომოტივი რუსული სახელებია! სასწრაფოდ გადაარქვით გუნდებს სახელები და დაარქვით ხაჭაპური, ან ხვანჭკარა!”.

ქართველი ფეხბურთელების და ზოგადად საქართველოს მიმართ ნეგატიური კომენტარები გაცილებით მეტია, თუმცა არიან ისეთი რუსებიც, რომლებიც განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ. ბუნებრივია, კამათში ქართველებიც ჩაერთვნენ. მაგალითად, ერთ-ერთმა ქართველმა მარია კოზლოვას პასუხობს:

“რუსეთია მშვიდობისდამცველი? თქვენ იცით საერთოდ ამ სიტყვის მნიშვნელობა? დამისახელეთ ქვეყანა, სადაც რუსები შევიდნენ და მშვიდობა დაამყარეს. როგორ ცდილობენ საწყალი რუსები მშვიდობა დაამყარონ დედამიწაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი არავის არ უყვარს”.

რუსები ქართული კლუბების დასჯას ითხოვენ, თუმცა ამ თემაზე უეფამ უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება და სანქციები გამორიცხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ფაქტი საქართველოს ჩემპიონატში მოხდა და სანქციების დაწესებაც მხოლოდ საქართვლოს ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები