Thumbnail

მინსკი 2019 | მეოთხე ვერცხლი საქართველოს - ვარლამ ლიპარტელიანი ვიცე-ჩემპიონია!

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეოთხე დღე
  • ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს მინსკში მე-18 მედალი მოუტანა
  • ფინალურ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი რუს მეტოქესთან დამარცხდა 

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპის თამაშებში ვერცხლის მედალი ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (-100 კგ) მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში ლიპარტელიანი რუსეთის სახელით მოასპარეზე არმან ადამიანთან იპონით დამარცხდა. 

📺 ლიპარტელიანის მარცხი ფინალში

ფინალამდე ლიპარტელიანმა სამივე შეხვედრა სუფთად მოიგო. სტარტზე იპონით მასპინძელ მიკიტა სვირიდს აჯობა, შემდეგ კი გზიდან მონტენეგროელი დანილო პანტიჩი ვაზარ-იპონით ჩამოიცილა გზიდან.

📺 ლიპარტელიანის გამარჯვება პანტიჩთან

ნახევარფინალში ვარლამ ლიპარტელიანმა ფრანგ სირილ მანეს სუფთად მოუგო.

📺 ლიპარტელიანის გამარჯვება მარესთან

ვარლამ ლიპარტელიანისთვის ეს ევროპულ თამაშებში მოპოვებული მეორე ვერცხლია. ქართველი ძიუდოისტი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა 2015 წელს, ბაქოში გამართულ თამაშებშიც. შეგახსენებთ, რომ ევროპულ თამაშებს ძიუდოისტებისთვის ევროპის ჩემპიონატის სტატუსიც აქვს.

ცოტა ხანში ფინალში მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი იბრძოლებს. ქართველი ძიუდოისტებიდან დღეს უმედლოდ მხოლოდ ბექა ღვინიაშვილი (-90) დარჩა, რომელიც ასპარეზობას 1/4-ფინალში გამოეთიშა.

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე 18 მედალია - 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები