Thumbnail

მინსკი 2019 | მეექვსე ოქრო თუშიშვილისგან - გურამმა ფინალში რუსი დააიპონა!

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეოთხე დღე
  • გურამ თუშიშვილმა ფინალში რუსი მეტოქე დააიპონა და გამარჯვება იზეიმა
  • ქართველმა ძიუდოისტებმა მინსკში 7 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო 

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპის თამაშებში საქართველოს მეექვსე ოქროს მედალი ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) მოუტანა. ფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს და ევროპის (უკვე სამგზის) ქართველმა ჩემპიონმა რუსი ინალ ტასოევი, გაშვებული ვაზარის შემდეგ, სუფთა გდებით დაამარცხა.

📺 თუშიშვილის იპონი სიმიონესკუსთან

ამრიგად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2019 წლის ევროპულ თამაშებში, რომელსაც კონტინენტის ჩემპიონატის სტატუსიც აქვს, ინდივიდუალურ შეჯიბრში გამოსვლა 7 მედლით (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) დაასრულა. მანამდე ჩემპიონობა ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60) იზეიმა, ვერცხლს დასჯერდა ვარლამ ლიპარტელიანი (-100), ბრინჯაოს მედლებს კი ამირან პაპინაშვილი (-60), ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე -66) და ლუკა მაისურაძე (-81) დაეუფლნენ. ამ შედეგით საქართველო ვაჟ ძიუდოისტებში საუკეთესოა.

გურამ თუშიშვილმა მინსკში ოთხივე შეხვედრა იპონით მოიგო

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე 19 მედალია - 6 ოქრო, 4 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. ამ შედეგით საქართველო მედლების საერთო ჩათვლაში მესამეა, რუსეთისა და ბელარუსის შემდეგ.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშემ, რომელიც პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში  რუმინელ ვლადუტ სიმიონესკუს სუფთად მოუგო. აღსანიშნავია, რომ გურამი ვაზარით აგებდა, მაგრამ შეხვედრის ბედის შემოტრიალება არ გასჭირვებია.

📺 თუშიშვილის იპონი სიმიონესკუსთან

თუშიშვილი 1/4-ფინალში პოლონელ მაციეჟ სარნაცკის შეხვდა და არც მასთან გასჭირვებია დამაჯერებლად გამარჯვება - მეტოქე 11 წამში დააიპონა.

📺 თუშიშვილის იპონი სარნაცკისთან

ნახევარფინალში თუშიშვილმა ჰოლანდიელ ჰენკ გროლს აჯობა. ქართველმა ძიუდოისტმა ვაზარი ამ მეტოქესაც ააღებინა, მაგრამ შემდეგ ისიც იპონზე დააგდო.

📺 თუშიშვილის მოგება გროლთან

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები