Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეოთხე დღე
  • მინსკში ოქროს მედლის მოპოვების შანსი ერთბაშად ორ ქართველ ძიუდოისტს აქვს
  • ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად, ჩემპიონობისთვის გურამ თუშიშვილიც იბრძვის 

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებში ოქროს მედლისთვის ფინალში, ვარლამ ლიპარტელიანთან (-100 კგ) ერთად, მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილიც (+100) იბრძვის.

გადამწყვეტ შეხვედრაში გურამ თუშიშვილის მეტოქე რუსი ინალ ტასოევი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაურს მოუგო!

საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი გურამმა რუმინელ ვლადუტ სიმიონესკუს სუფთად მოუგო. აღსანიშნავია, რომ ქართველი ძიუდოისტი თავიდან ვაზარით აგებდა, მაგრამ შეხვედრის ბედის შემოტრიალება არ გასჭირვებია.

📺 თუშიშვილის იპონი სიმიონესკუსთან

თუშიშვილი 1/4-ფინალში პოლონელ მაციეჟ სარნაცკის შეხვდა და არც მასთან გასჭირვებია დამაჯერებლად გამარჯვება - მეტოქე 11 წამში დააიპონა.

📺 თუშიშვილის იპონი სარნაცკისთან

ნახევარფინალში გურამ თუშიშვილმა ჰოლანდიელ ჰენკ გროლს აჯობა. ქართველ ძიუდოისტს მეტოქემ ვაზარი კი აუღო, მაგრამ შემდეგ იპონზე დაეცა.

📺 თუშიშვილის მოგება გროლთან

ქართველი ძიუდოისტებიდან დღეს უმედლოდ მხოლოდ ბექა ღვინიაშვილი (-90) დარჩა, რომელიც ასპარეზობას 1/4-ფინალში გამოეთიშა.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ამ დროისთვის 17 მედალია - 5 ოქრო, 3 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. აქედან 5 მედალი ძიუდოისტების ანგარიშზეა - წინა დღეებში ოქრო ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60) მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი ამირან პაპინაშვილი (-60), ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე -66) და ლუკა მაისურაძე (-81) დაეუფლნენ. 

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში გამოდის. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები