Thumbnail

მინსკი 2019 | ვარლამ ლიპარტელიანი ევროპული თამაშების ფინალშია!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეოთხე დღე
  • თუშიშვილი და ლიპარტელიანი მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ
  • ვარლამის მეტოქე თამაშების ფინალში სომეხი არმან ადამიანი იქნება

მინსკში მიმდინარეობს ევროპის ოლიმპიური თამაშები. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ძიუდოს ტურნირი, რომელიც ამავდროულად ევროპის ჩემპიონატია. დღეს, ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი გავიდნენ ტატამზე.

როგორც მოსალოდნელი იყო, წარმატებით ასპარეზობს ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც ფინალში გავიდა. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ჯერ მასპინძელი სპორტსმენი დაამარცხა, მეოხედფინალში კი მონტენეგროელ მეტოქეს, პანტიჩს მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. 

📺 ლიპარტელიანის გამარჯვება პანტიჩთან

ნახევარფინალში ლიპარტელიანმა თავიდანვე შეუტია ფრანგ სირილ მარეს და მალევე, იპონით დაამარცხა მეტოქე. შედეგად, ქართველი ძიუდოისტი ფინალშია და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს!

📺 ლიპარტელიანის გამარჯვება მარესთან

ვარლამის მეტოქე მინსკის თამაშების ფინალში რუსი არმან ადამიანი იქნება.

ნახევარფინალშია გურამ თუშიშვილი, რომელიც ფინალში გასასვლელად პოლონელ მაციეჟ სარნაცკის შეხვდება. სამწუხაროდ, ბექა ღვინიაშვილმა უმედლოდ დაასრულა ასპარეზობა. 

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები