Thumbnail

მინსკი 2019 | გურამ თუშიშვილის ორი იპონი და ნახევარფინალი!

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეოთხე დღე
  • მძიმეწონოსანმა ქართველი ძიუდოისტმა მინსკში ორი გამარჯვება იზეიმა
  • თუშიშვილს ნახევარფინალში მეტოქედ ჰოლანდიელი ჰენკ გროლი ჰყავს  

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებში მედლებისთვის ქართველი ძიუდოისტები იბრძვიან. ნახევარფინალშია გასული მძიმეწონოსანი მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100 კგ), სადაც ფინალის საგზურისთვის ჰოლანდიელ ჰენჯ გროლს შეხვდება.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი გურამმა რუმინელ ვლადუტ სიმიონესკუს სუფთად მოუგო. აღსანიშნავია, რომ ქართველი ძიუდოისტი თავიდან ვაზარით აგებდა, მაგრამ შეხვედრის ბედის შემოტრიალება არ გასჭირვებია.

📺 თუშიშვილის იპონი სიმიონესკუსთან

თუშიშვილი 1/4-ფინალში პოლონელ მაციეჟ სარნაცკის შეხვდა და არც მასთან გასჭირვება დამაჯერებლად გამარჯვება - მეტოქე 11 წამში დააიპონა.

📺 თუშიშვილის მოგება სარნაცკისთან

აღსანიშნავია, რომ მეორე ნახევარფინალში იჭიდავებს აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური, რომელსაც მეტოქედ რუსი ინალ ტასოევი ჰყავს. შესაბამისად, არსებობს ალბათობა, რომ მინსკში თუშიშვილი-კოკაურის ფინალიც ვიხილოთ. 

საქართველოს ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ამ დროისთვის 17 მედალია - 5 ოქრო, 3 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. აქედან 5 მედალი ძიუდოისტების ანგარიშზეა - წინა დღეებში ოქრო ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60) მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი ამირან პაპინაშვილი (-60), ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე -66) და ლუკა მაისურაძე (-81) დაეუფლნენ. 

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში იასპარეზებს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები