Thumbnail

'კვერკველია ინგლისისთვის მზად არაა, ის ზარმაცია' - რუსი მწვრთნელის კრიტიკა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა საბა არცთუ კარგად დაახასიათა
  • დმიტრი ლოსკოვის აზრით, კვერკველია ინგლისის პრემიერლიგისთვის მზად არაა 

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის მცველის, საბა კვერკველიას ევროპული კლუბებით დაინტერესებაზე კარგა ხანია იწერება და გამორიცხული არაა, 27 წლის ფეხბურთელ მა რუსეთი ამ ზაფხულსვე დატოვოს. 

თავად საბა არ მალავს, რომ სიხარულით გამოცდიდა საკუთარ თავს ინგლისის პრემიერლიგაში. ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი დმიტრი ლოსკოვი კი მიიჩნევს, რომ კვერკველია ინგლისის პრემიერლიგაში თამაშისთვის მზად არ არის და ამის მიზეზი სიზარმაცეცაა.

მეტი ამ თემაზე: 'ან ჩელსი, ან არაფერი - ასე არ ვფიქრობ' - საბა კვერკველია ევროპაში წასვლაზე

"ვფიქრობ, ის ამისთვის მზად არაა. საბა უფრო მომთხოვნი უნდა იყოს საკუთარი თავისადმი და სხვაგვარი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ვარჯიშისადმი. ის ცოტა არ იყოს, ზარმაცია. ფეხბურთს უფრო სერიოზულად უნდა მიუდგეს - ფეხბურთი არ პატიობს. აქ, რუსეთის პრემიერლიგაში, მას ასე თამაშის საშუალებას აძლევენ. თავისი სისწრაფის ხარჯზე, საბას პოზიციური შეცდომების გამოსწორებაც შეუძლია. ზოგჯერ მგონია, რომ მას უბრალოდმოსწონს ვარდნაში ბურთის ართმევა. ფოტოსურათებზე ეს კარგად ჩანს, ჰა-ჰა", - ამბობს ლოსკოვი. 

ზარმაცები თავზე დადებული ნაკერებით არ თამაშობენ

საბა კვერკველიას მთელი თავისი პროფესიონალური კარიერა რუსეთში აქვს გატარებული, სადაც ჯერ ყაზანის რუბინში გამოდიოდა. ქართველი ცენტრალური მცველი 2017 წლიდან მოსკოვის ლოკომოტივის ფეხბურთელია, რომელთან ერთად რუსეთის ჩემპიონობა და თასი (ორჯერ) აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები