Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეოთხე დღე
  • ქართველმა მსროლელებმა 50 მეტრ დისტანციაზე მესამე შედეგი აჩვენეს

ბელარუსის ქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებში ასპარეზობა 50 მეტრ დისტანციაზე, სპორტული პისტოლეტიდან სროლაში შერეულ წყვილებში გაიმართა, რომელშიც ნინო სალუქვაძემ და ცოტნე მაჭავარიანმა იასპარეზეს და ბრინჯაო მოიპოვეს.

დედა-შვილმა საქართველოს გუნდს მინსკში მორიგი ბრინჯაო შემატეს

დედა-შვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 364 ქულა მოიპოვა, რაც მეორე შედეგი აღმოჩნდა უკრაინელების, ოლენა კოსტევიჩისა და ოლეჰ ოლემჩუკის წყვილის მიერ ნაჩვენები შედეგის (370) შემდეგ. სალუქვაძემ და მაჭავარიანმა ბრძოლა 8 საუკეთესოს შორის გააგრძელეს და საბოლოოდ 172 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს.

ფინალში ბელარუსის წარმომადგენლებმა, კატსიარინა კრუჩანოკმა და იაუჰენი ზაიჩუკმა გაიმარჯვეს (178), რომლებმაც რუს მარგარიტა ლომოვასა და არტიომ ჩერნმოუსოვს აჯობეს.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე დღემდე 16 მედალი იყო - 5 ოქრო, 3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში იასპარეზებს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები