Thumbnail
  • ტოკიოში ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა
  • 7-21 ივლისი. ნაგოიას ბაშო

24 ივნისს სუმოს ასოციაციამ ივლისის ბაშოს ბანძუკე (რეიტინგ-ლისტი) გამოაქვეყნა, რომელშიც ოფიციალურად დაფიქსირდა ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) წარმატებული ასპარეზობა მაისის ბაშოზე. შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა ბაშო 10-5 ბალანსით დაასრულა და ოძეკის ტიტულის დაბრუნება გაინაღდა.

დღეს კი ეს ოფიციალურად დაფიქსირდა, ქართველი სეკივაკე ისევ ოძეკი გახდა - 31 წლის ქართველი დასავლეთის ოძეკია. 

ბანძუკე. ლიდერები

იოკოძუნა (დიდი ჩემპიონი): აღმ - კაკურიუ; დას - ჰაკუჰო
ოძეკი (ჩემპიონი): აღმ - გოეიდო; დას - ტაკაიასუ
ოძეკი (ჩემპიონი): აღმ - ტაკაკეიშო; დას - ტოჩინოშინი
სეკივაკე: აღმ - მიტაკეუმი; დას - ტამავაში
კომუსუბი: აღმ - აბი; დას - რიუდენი
მაეგაშირა 1: აღმ - ასანოიამა; დას - ჰოკუტოფუჯი
მაეგაშირა 2: აღმ - აოიამა; დას - ენდო
მაეგაშირა 3: აღმ - შოდაი; დას - დაიეიშო
მაეგაშირა 4: აღმ - მეისეი; იჩინოჯო
მაეგაშირა 5: აღმ - კოტოშოგიკუ; ტაკარაფუჯი

ტოჩინოშინმა პირველად ოძეკის ტიტული 30 მაისს მოიპოვა, როცა ის ოფიციალურად აკურთხეს ჩემპიონად. მაგრამ ლევანმა ტიტული მარტის ბაშოზე დაკარგა, თუმცა მისი მალევე დაბრუნება შეძლო, რაც ამ ასაკში აქამდე არავის გაუკეთებია. 

ოძეკებიდან ტაკაკეიშო კადობანშია - მან აუცილებლად დადებითი ბალანსით უნდა დაასრულოს ივლისის ბაშო. მაისის ბაშოს გამარჯვებული ასანოიამა ისევ რიგითი მაეგაშირაა, ოღონდ, რიგითებში პირველია, აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა. მონღოლი იჩინოჯო მე-4 მაეგაშირობამდე დაეშვა.

ჯურიოს დივიზიონში დასავლეთის მე-2 ნომერი გახდა თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შესაძლოა, დადებითი ბალანსიც კი ეყოს ელიტაში დასაბრუნებლად. 9-6 ბალანსით კი ის დიდი ალბათობით, უმაღლესში დაბრუნდება. გაგამარუ 2017 წლის ნაგოიას ბაშოზე გავარდა ელიტის პირველი დივიზიონიდან. 2018 წლის ნოემბერში მან სეკიტორის (ორი ელიტური დივიზიონის სუმოისტი) სტატუსიც კი დაკარგა, მაგრამ ჯურიოში მალევე დაბრუნდა. გაგამარუ ყოფილი კომუსუბია, მან 2012 წლის მარტის ბაშოზე კომუსუბის რანგში იჭიდავა.~

ნაგოიას ბაშო აიჩის პრეფექტურაში 7-21 ივლისს გაიმართება.  

კომენტარები

ბოლო ამბები