Thumbnail

'შეუძლია გორგოძის მემკვიდრე გახდეს' - იაშაღაშვილი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებშია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • RUGBYPASS-მა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი შეაფასა
  • გამოცემამ სიმბოლურ ნაკრებში იოანე იაშაღაშვილი შეიყვანა
  • სტატიის ავტორმა თედო აბჟანდაძეზეც გაამახვილა ყურადღება

სარაგბო ვებგვერდმა RUGBYPASS-მა 2019 წელს გამართული მსოფლიოს 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი შეაფასა და სიმბოლური ნაკრებიც დაასახელა.

არგენტინაში გამართული ჩემპიონატი საფრანგეთმა მოიგო - ფრანგებმა ამ ტიტულის მოგება ზედიზედ მეორედ შეძლეს.

რაც შეეხება სიმბოლურ ნაკრებს, გამოცემამ რვა ნომრის პოზიციაზე იოანე იაშაღაშვილი დააყენა. ქართველმა მორაგბემ ყველა მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და სიმბოლურ ნაკრებში ადგილი დამსახურებულად მოიპოვა.

იაშაღაშვილის ლელო ფიჯის ნაკრებთან

იოანე იაშაღაშვილის ლელოოოო🔥🔥🔥 🇬🇪 საქართველო 12-8 ფიჯი 🇫🇯 #ყოჩაღბიჭებო #დიდიმადლობა #უმცროსიბორჯღალოსნები #რაგბიჩვენითამაშია #WorldRugbyU20s #Argentina2019

Posted by Georgian Rugby on ორშაბათი, 17 ივნისი, 2019

RUGBYPASS იოანე იაშაღაშვილზე: ჯორდან ჯოზეფი, პაუტისტა პედემონტი და პედულანი ბუთელეზი არამარტო კარგი მორაგბეები არიან, მათ სახელებს რამდენიმე წელში ხშირად გავიგებთ.

სამივემ ტურნირი კარგად ჩაატარა, მაგრამ იაშაღაშვილი ამ ტურნირზე ყველაზე გამორჩეული იყო. მისი მობილურობა სულ ცოტა ხანში შეიძლება ეროვნულ ნაკრებშიც დააფასონ. მას შეუძლია მამუკა გორგოძის მემკვიდრე გახდეს მესამე ხაზში, რომელიც ნაკრებს წინ წაიყვანს.

სტატიის ავტორმა ყურადღება თედო აბჟანდაძეზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქართველი მორაგბე უკვე ეროვნული ნაკრების წევრია, რომელსაც მილტონ ჰეიგი ენდობა. აბჟანდაძეს 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინაში მიღებული გამოცდილება კიდევ უფრო დაეხმარება.

სიმბოლური ნაკრები: 15. იგნასიო მენდი (არგენტინა), 14. დონოვან ტაოფიფენუა (საფრანგეთი), 13. ფრეიზერ დინგუოლი (ინგლისი), 12. რიკუს პრეტორიუსი (სამხრეთ აფრიკა), 11. მატეო კარერასი (არგენტინა), 10. ლუი კარბონელი (საფრანგეთი), 9. ჯეიდენ ჰენდრიკსი (სამხრეთ აფრიკა).

8. იოანე იაშაღაშვილი (საქართველო), 7. ფრეიზე მაკრაიტი (ავსტრალია), 6. მატიას ჰადადი (საფრანგეთი), 5. ჯოელ კპოკუ (ინგლისი), 4. ჯეი ჯეი ვან დერ მეშტი (სამხრეთ აფრიკა), 3. ასენათი ნტალაბაკანიე (სამხრეთ აფრიკა), 2. ლაქლან ლორეგანი (ავსტრალია), 1. ანგუს ბელი (ავსტრალია).

კომენტარები

ბოლო ამბები