Thumbnail
  • ყატარი 0:2 არგენტინა
  • 0:1 ლაუტარო მარტინესი (4), 0:2 სერხიო აგუერო (82)

კოპა ამერიკის B ჯგუფის მესამე ტურის მატჩში არგენტინამ ყატარს 2:0 მოუგო და 4 ქულით ჯგუფიდან გავიდა. ლიონელ სკალონის ნაკრებმა ანგარიში სწრაფი გოლით გახსნა. აზიელებმა შეცდომა დაუშვეს, რითიც ლაუტარო მარტინესმა ისარგებლა და ნაკრებში მეცხრე მატჩში მე-5 გოლი გაიტანა.

არგენტინამ მეორე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა. 82-ე წუთზე სერხიო აგუერომ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ალბისელესტე ჯგუფიდან გაიყვანა. არგენტინა მეორე ადგილზე გავიდა, რადგანაც ამ ჯგუფის მატჩში კოლუმბიამ პარაგვაის 1:0 მოუგო.

ყატარი 0:2 არგენტინა • ალბისელესტე ჯგუფიდან გავიდა

ყატარი 0:2 არგენტინა • ალბისელესტე ჯგუფიდან გავიდა

Posted by Silk Sport on კვირა, 23 ივნისი, 2019

არგენტინის მეტოქე მეოთხედფინალში ვენესუელა იქნება, მატჩი 28 ივნისს თბილისის დროით 23:00-საათზე დაიწყება. შეხვედრა მარაკანაზე გაიმართება.

მესი და ყატარელები

კომენტარები

ბოლო ამბები