Thumbnail

კოლუმბიამ პარაგვაიც დაამარცხა და ჯგუფიდან 3 მოგებით გავიდა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კოლუმბია 1:0 პარაგვაი
  • 1:0 - გუსტავო კუელარი (31)

პორტუგალიელი კარლოს კეირუშის კოლუმბიამ. კოპა ამერიკის B ჯგუფის ბოლო სათამაშო დღეს პარაგვაიც დაამარცხა და ჯგუფიდან 3 მოგებით გავიდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი ფლამენგოს მოთამაშემ - გუსტავო კუელარმა გაიტანა. კოლუმბიელებმა 72-ე წუთზე კიდევ ერთხელ შეძლეს პარაგვაის კარის აღება - თუმცა ლუის დიასის გოლი ვიქტორ კარილიომ VAR-ის დახმარებით გააუქმა.

კოლუმბია 1:0 პარაგვაი • გუსტავო კუელარის გოლი

კოლუმბია 1:0 პარაგვაი • გუსტავო კუელარის გოლი

Posted by Silk Sport on კვირა, 23 ივნისი, 2019

თავისი მატჩი მოიგო ყატართან არგენტინის ნაკრებმა, სადაც აზიელებს გოლები წინა თამაშში სკანდალში გახვეულმა ლაუტარო მარტინესმა და სერხიო აგუერომ გაუტანეს.

საბოლოოდ B ჯგუფიდან პირველი და მეორე ადგილებით - კოლუმბია და არგნეტინა გავიდნენ, თუმცა პარაგვაი ტურნირზე გამოსვლას, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მესამე ადგილოსანი ისე განაგრძობს.

კომენტარები

ბოლო ამბები